Digest Logo

ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა

1627472411
პოლიცია

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მკვლე­ლის სა­ხე­ლი დიდ­ხანს შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას, ბოლო პე­რი­ო­დის ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა, სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

2018 წლის 25 ოქტომბერში გორში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ ქვეყანა შეძრა, წლები გავიდა თუმცა 9 წლის გოგონას სიკვდილზე საზოგადოება დღემდე საუბრობს.

რა მოხდა გორში?

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის კვალი 25 ოქტომბერს დღის პირველი ნახევრიდან დაიკარგა, სწორედ იმ დროიდან როდესაც გოგონა სახლიდან ცეკვის წრეზე მიდიოდა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გოგონას ცხედარს მდინარე ლიახვის ნაპირზე მიაკვლიეს , რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

თა­ვი­დან საქ­მე აღიძ­რა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლით და­უმ­ძიმ­და, რაც გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ოჯა­ხის ად­ვო­კატს აჩ­ვე­ნეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­შიც რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუ­ამ გა­ნა­ცხა­და, ასა­ხუ­ლი იყო 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

მომხდართან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელიც იმ გზის პარალელურ ქუჩაზე მუშაობდა,სადაც გოგონა ხშირად გადაადგილდებოდა.

სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლის სარდაფში, კედელსა და იატაკზე მოკლული მოზარდის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. მოკლულის ახლობლების თქმით, ბრალდებულმა მსხვერპლი სავარაუდოდ, სარდაფში ჩაიყვანა და იქ მოკლა.

ნებიერიძე სასჯელს 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით იხდიდა, 2016 წელს კი საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა.

ნე­ბი­ე­რი­ძის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს 2004 წელს 11 წლის მო­ზარ­დის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­შიც. ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნე­ბი­ე­რი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გახ­და. ბერ­ძნიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ის და­ა­კა­ვეს 2005 წელს, თუმ­ცა ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა არ და­უდ­გინ­და და მსჯავ­რი ძარ­ცვის ერთ ეპი­ზოდ­ზე და ყა­ჩა­ღო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე და­ე­დო, რის­თვი­საც მი­ე­სა­ჯა 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. სას­ჯე­ლის სრუ­ლად მოხ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნე­ბი­ე­რი­ძე 1 წელ­ში ისევ და­უბ­რუნ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. 2009 წელს ის ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ცვის მუხ­ლე­ბით გა­სა­მარ­თლდა და 17 წელი და 4 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 30 იან­ვრის გან­ჩი­ნე­ბით სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 13 წელი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

2014 წელს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯე­ლის მოხ­დის დროს, აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სსკ 378-ე 2 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, რა­საც და­ე­მა­ტა, სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 5 წლით 1 თვით 25 დღით გა­ნე­სა­ზღვრა.

2016 წელს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ პრე­ზი­დენტს ნე­ბი­ე­რი­ძის შე­სა­ხებ და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია მი­ა­წო­და, შე­დე­გად ექს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გე­ლაშ­ვილ­მა ნე­ბი­ე­რი­ძეს დარ­ჩე­ნი­ლი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რა. იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დე რვა თვით ადრე, 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში.