Digest Logo

6 ცნობილი ქართველი, რომელთა სახელებიც არ ვიცით

1603891537
უცნობი ცნობილები

სოფო ბედიას ქმარი, ბედინა და პატარა გიო, მამულიჩა... - ხშირად ცნობილ სახეებს საკუთარი სახელების ნაცვლად ზედმეტსახელებით ვიცნობთ.

ამ ბლოგში იმ ქართველი სელებრითების ნამდვილ სახელებს გეტყვით, რომლებსაც ტელეეკრანებზე ხშირად ვხედავთ, სახეზე ვცნობთ, თუმცა სახელები არ ვიცით:

⚪ სოფო ბედიას ქმარი

მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხია, მაგრამ ყველა სოფო ბედიას ქმრის სახელით იცნობს.

ამ საკითხზე ცოლ-ქმარი თავადაც ხუმრობს და როგორც მედიასთან საუბრისას ამბობენ, საყვარელი ხუმრობებიც აქვთ. მიშა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არ აღელვებს და მისთვის მისასალმებელია საზოგადოება იცნობდეს, სოფო ბედიას ქმრის სახელით.

⚪ მამულიჩა

მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარს, პროდიუსერ კახა მამულაშვილს ყველა მამულიჩას სახელით იცნობს. არავის ახსოვს მისი ნამდვილი სახელი და ხშირად რეალური სახელი მამულიჩა გვგონია. როგორც წყვილი აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს აქვთ და ლელაც სულ მამულიჩას სახელით მოიხსენიებს. ნაკლებად შეხვდებით ინტერვიუებს, სადაც ლელა მეუღლეს რეალური სახელით მიმართავს.

⚪ ლექს-სენი

ლექს-სენი 2 000-იანი წლების ყველაზე პოპულარული რეპერია. მის სიმღერებს დღემდე უსმენენ მეგობრულ წრეებსა თუ ქორწილებში. სუფრაზე ალკოჰოლით შეჟუჟუნებული ქართველები ხშირად კარგ დროს ატარებენ მის სიმღერებზე, თუმცა რომ ჰკითხოთ, მის სახელსაც ვერ გეტყვიან. ლექს-სენის სახელი და გვარია ალექსანდრე ქავთარაძე.

⚪ შავი პრინცი

„შენ ჩვენი რომ გაიგო ბევრი უნდა იკაიფო“ - შავი პრინცის, ძებნილებისა და ჯერონიმოს შესახებ ყველამ იცის, თუმცა მათი რეალური სახელები არ ახსოვთ. აკაკი (შურიკა) ბაბუნაშვილი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით შავი პრინცი ან პრინცი P.

⚪ ჯერონიმო

ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯერონიმო ანზორ ჩიხლაძეა. ალბათ, ბევრმა საერთოდ არ იცოდა მისი რეალური სახელი, თუმცა, სიმღერა ძებნილებისა და ჯერონიმოს შესახებ ყველამ იცის.

⚪ ია სუხიტაშვილი

მისი ამ სიაში მოხვედრა ალბათ, გაგიკვირდათ. ია სუხიტაშვილი ყველამ ვიცით... თუმცა, არა იას ნამდვილი სახელი. მას იამზე ჰქვია. როგორც მედიასთან საუბრისას ამბობს, არ მოსწონს სახელი იამზე, ამიტომაც სახელი ოფიციალურად შეიცვალა.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებს:

ქალები ქორწინებისა და შვილების გარეშე უფრო ბედნიერები არიან

ყველა დროის 5 სკანდალური ქართველი ქალის ცხოვრების უცნობი დეტალები

ქართველი კაცები, რომლებიც ცოტა ხნით ქალები გახდნენ