ყველა ადამიანი ფიქრობს, როგორი იქნება შემდეგი წელი, რა ცვლილებებს მოგვიტანს და რასთან უნდა ვიყოთ მზად, იქნება იმაზე უარესი მდგომარეობა, რაც ახლაა? ვანგას წინასწარმეტყველება ხშირად ბევრი მიმართულებით მართლდება. ვნახოთ, რას ამბობს ის 2022 წლისთვის.
უსინათლო წინასწარმეტყველი ვანგა მსოფლიოში საბედისწერო, ზოგჯერ დამანგრეველ მოვლენებს წინასწარმეტყველებს.
თუმცა, მისივე თქმით, შეიძლება პოზიტიური ცვლილებებიც განხორციელდეს და 2022 წელს კაცობრიობა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს. ვანგა ამბობს, რომ მსოფლიოს გამოცდა ელის. მესამე მსოფლიო ომის საფრთხე, ბუნების რისხვა, რასაც მოჰყვება ცუნამი, მიწისძვრა და სხვა საშინელებები, თითქოს უკვე კლიშედ გადაიქცა.
მაგრამ, ვანგას 2022 წლის წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ეს ადამიანების მორალურ ხასიათსა და ქცევას ეხება. დაიწყება ომები პრივილეგიებისთვის, იქნება ძარცვა. მოგებისა და გამდიდრების სურვილი ყველა ზღვარს გადაკვეთს. მილიონობით ადამიანი საკუთარ ადამიანურ სახეს დაკარგავს და ბანდიტებად და მკვლელებად გადაიქცევიან. დედამიწიდან სამართლიანობის ცნება გაქრება. ბევრისთვის კი ცხოვრება პურის ნატეხისთვის ბრძოლად გადაიქცევა.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ბატონო ზურა, სამშობლო 3-ოთახიან ბინაზე და საჭმელზე ბევრად ძვირი ღირს“ - ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძეზე
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე