Digest Logo

4 ადგილი, სადაც ქართველებს ფეხი არ დაუდგამთ

1601640086
ამაზონის ჯუნგლები

„მთვარეზე კოოპერატივი არ გინდა?“ - ამ ფრაზას რომ ამბობენ, ხშირად, უწმაწურადაც, იმის მანიშნებელია, რომ მთვარეზე ფეხი არავის დაუდგამს... თუმცა, მთვარის გარდა არსებობს ადგილები, სადაც ქართველებს არ დაუდგამთ ფეხი.

ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ადგილი არც იტალია და არც საბერძნეთია. ეს დიდი პლიუსია ჩვენთვის, მაგრამ მინუსია ამ ქვეყნებისთვის, რადგან ზოგიერთმა ჩვენგანმა სახლში დროზე წამოსვლა არ ვიცით. აგრეთვე, არ ვიცით მოქცევის წესები და ხშირად იტალიაში ქართულადვე გვიწერენ „ნუ მოიპარავო“...

გარდა საყოველთაოდ აღიარებული ადგილებისა არსებობს ტოპონიმები, სადაც ქართველები ჯერ არ არიან ნამყოფები.

ჰოდა თუ გიყვარს საინტერესო თავგადასავალი და მოგზაურობა, მოგიყვები ადგილების შესახებ, სადაც წასვლის შემდეგ შენ იქნები პირველი ქართველი, რომელმაც ფეხი დადგა ისეთ მიწაზე, სადაც სხვა შენი თანამოქალაქეები ნამყოფები არ არიან... უბრალოდ გაითვალისწინე, არ დატოვო წარწერა „აქ იყო ნიკა 2020...“, „ზაოდი“, „ქუთაისი“ და ა.შ.

  • გაგიკვირდებათ და ასეთი ადგილია ამაზონის ჯუნგლები, თანაც არამგონია მანდ ხეზე დანით სახელის ამოსაკაწრად გეცალოთ, რადგან იქ მოქმედებს ბუნების კანონი „შეჭამე, თორემ შეგჭამს“... მაჩეტეთი და დიდი ზურგჩანთით მეგობრებთან ერთად, ბევრი საინტერესო თავგადასავალი შეგემთხვევათ ანაკონდების და შხამიანი ობობებისა და ველური ბუნების ფონზე.

amazoni_o_h.jpeg


amazoni_o_h.jpeg

  • თუ ამაზონის ველური ბუნება გაშინებს, მაშინ შეგიძლია ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე წახვიდეთ და შეიგრძნოთ სრული გამყინვარება. ანტრაქტიდა, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსს წარმოადგენს -58 გრადუსი ტემპერატურაა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სიცივეზე გვაქვს პრეტენზია და ახლა იქ რომ წავალთ, წარმოდგენაც არ შეიძლება, რა მოხდება. თუ მაინც გადაწყვეტთ პოლუსებზე მოგზაურობას, ჩვენი სავიზიტო ბარათი ორნახადი ჭაჭა წაიყოლეთ, გამოგადგებათ.

antarktida_o_h.jpeg

  • თუ გამყინვარება შენი სტიქია არაა, იქნებ სიცხემ მაინც დაგაინტერესოს. სიერა-ლეონეს სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მშვენიერი გადაწყვეტილება იქნებოდა. აქ ნამდვილად არ მოგაკლდებათ სითბო.


siera-leone_o_h.jpeg

და ბოლოს, თუ გადაწყვეტთ ამ ადგილების მონახულებას მაგრამ სირთულეები გაბრკოლებთ გაიხსენეთ, რომ პირველის ტიტული მაინც საამაყო და „საბლატაოა“.