Digest Logo

ახალი სამსახური დავიწყე - ვიხილავთ თუ არა სალომე შარვაძეს „ჩცდ“-ში? (ინტერვიუ)

1604578673
სალომე შარვაძე

ჩემი ცოლის დაქალები სატელევიზო სივრცეში უკვე წლებია ერთ-ერთი პოპულარული სერილია, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაღებები შეჩერებულია.

„დაიჯესტი“ სერიალის ერთ-ერთ მსახიობს, სალომე შარვაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რას საქმიანობს მსახიობი ახლა და როგორია მისი ცხოვრება „ჩემი ცოლის დაქალების“ გარეშე:

ეც ისევე, როგორც ყველა „ჩემი ცოლის დაქალების“ დაწყებას სულმოუთქმენლად ველოდები. სანამ სერიალის გადაღებები შეწყვეტილია, მე დაკავებული ვარ მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანოთ, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კოვიდ სასტუმროდ გადაკეთდა.

ასევე, დავიწყე ახალი სამსახური, „კაცების შოუში“ გაყიდვების მენეჯერად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი და „ჩემი ცოლის დაქალების“ თანამშრომლობა გრძელდება.

სერიალის მაყურებლებისგან კომპლიმენტებს ან კრიტიკას ხშირად იღებთ?

ხალხს სერიალი იმდენად უყვარს, რომ გადაღებების შეწყვეტის გამო, ყველას გული წყდება.

საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი დადებითი ემოცია მოდის, ვიდრე კრიტიკა.

salome-sharvadze_o_h.jpeg

რამდენად მოგწონთ თქვენი პერსონაჟი და როგორ განვითარდება თქვენი ხაზი?

წინასწარ არ ვიცით ხოლმე, როგორ განვითარდება მოვლენები, ძირითადად სერიები გადაღების პროცესში იგეგმება.

შეიძლება, ქეთი დევდარიანმა გულში კი იცოდეს რა ხდება, მაგრამ ჯერ ეს ჩვენთვის უცნობია, მთლიანად ვენდობით გენიოს ქეთი დევდარიანს, ვნახოთ რას გადაწყვეტს ის.

salome-sharvadze_o_h.jpeg

თუ გაძლებდით რეალურ ცხოვრებაში ისეთ ქმართან, როგორიც ზაზაა?

რა თქმა უნდა, ვერასოდეს.

„ჩემი ცოლის“ დაქალები მხოლოდ ეკრანზე არიან მეგობრები თუ ეკრანს მიღმაც?

8 წელია ერთად ვართ და ეს გოგოები ჩემი ოჯახის წევრები არიან. საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

salome-sharvadze_o_h.jpeg

ქეთის ღალატმა სრულიად ფეისბუქი შეძრა. წერდნენ, რომ ამას საკუთარი ცოლისგან უფრო წარმოიდგნენდნენ, ვიდრე ამ პერსონაჟისგან. თქვენ რა რეაქცია გქონდათ, როცა სცენარი წაიკითხეთ?

ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე იმ პროფესიული სიამოვნებისთვის, რასაც ეს როლი მომცემდა. მსახიობისთვის ყველა ახალი როლი დიდი გამოცდილებაა, მივხვდი, რომ საკმაოდ ბევრი სამუშაო მელოდებოდა წინ, ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა, რომლისთვისაც მთელი მონდომებით ვემზადებოდი.

რამდენად გაგიჭირდათ ამ როლის მორგება?

როლის მორგება არ გამჭირვებია. მსახიობი, როდესაც ხარ ყველა როლი უნდა მოირგო და მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ახლოს ეს როლი შენთან.

salome-sharvadze_o_h.jpeg


salome-sharvadze_o_h.jpeg

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ჩემი ხასიათის თვისებებიდან ვმალავ... ბლიც-ინტერვიუ დავით ლაბაძესთან

„ბაქარი“ მეუღლესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ტოპ 5 სექსუალური ქართველი პოლიტიკოსი ქალი

პოლიტიკოსების ნათლიამირონობა - ვინ ვისი ნათლიაა?