მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამის დანახვა გვიჭირს, სიკეთე ჩვენ გვერდითაა. მეტიც, ჩვენ თავად ვართ ამ ყველაფრის ნაწილი. „დაიჯესტის“ ამ ბლოგის მთავარი პერსონაჟი დაგარწმუნებთ, რომ ფული იმდენად ძვირფასი არ არის, რამდენადაც სიკეთე:
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ ერისთავი მუშტაიდის ბაღში გადახდენილ ამბავს იხსენებს და ამბის დასასრულსაც გვიყვება:
„მეგობრებო, გუშინ მუშთაიდში, როგორც აღმოჩნდა “ეშმაკის ბორბალზე” ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო. პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციაში.
თურმე ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალიათ ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს. დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება! ვენაცვალე მაგათ მშობლებს“, – წერს ზურაბ ერისთავი.
აგრეთვე წაიკითხეთ: