Digest Logo

ავარიას შეწირული 5 ახალგაზრდის სიცოცხლე და ჭირისუფლის გარეშე დარჩენილი მიცვალებულები - უცნობი ამბავი

1614326498
ლენტი ავარია

2017 წელს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 27 სექტემბერს, ღამის სამ საათზე, კუკიაზე მომხდარ ავარიას 5 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

მაკა სახურია (გარდაცვლილების მეზობელი):

ეს უბედურება ღამის სამ საათზე მოხდა. ოთხივე ბიჭი ერთ უბანში ცხოვრობდა – ძმები ტატო და დათო ხუნჯუები და ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები.

სერგოსა და ლევანს დედა სიმსივნით დარდაეცვალათ და ამ ბიჭებს ტრაგიკული ოჯახი ჰყვადა.

რაც შეეხება ტატოს და დათოს, დედა მათაც გარდაცვლილი ჰყვათ, ისიც სიმსივნეს ემსხვერპლა.

დათო, რომელიც ავარიისას საჭესთან იჯდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გახლდათ.

ბიჭები მუშაობდნენ და დღისით დედის საფლავის გასაკეთებლად ვერ იცლიდნენ. დათო ღამით მისულა უბანში მეგობრებთან დახმარების სათხოვნელად.

შვიდი ბიჭი შეკრებილა და ერთ-ერთის ავტომობილით, წასულან სასაფლაოზე სამუშაოდ. თან, ღვინოც წაუღიათ და ბოლოს, საქმეს რომ მორჩენილან, დაულევიათ.

ცაიშის ქუჩა, რომელიც უნდა გამოევლოთ, დაღმართია და ღამის საათებში თითქმის სულ თავისუფალია. დიდი მოძრაობა არ არის.

დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და ჭადრის ხეს შეეჟახნენ. ავარია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხემ საავადმყოფომდე ვერ მიაღწია და გზაში დაიღუპა. მეხუთე – მიშა, რომელსაც ავტომობილი ეკუთვნოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თავის ქალა ახადეს და ძალიან ბევრი ოპერაცია გაუკეთეს.

ხუნჯუების ოჯახი

ოთხი და-ძმანი იყვნენ. ორი ქალიშვილი და ორი ბიჭი. ძმები საშინელი ავარიის გამო დაიღუპნენ: ტატო და დათო.

ისინი კარგ პირობებში ცხოვრობდნენ. ბიჭები უსაყვარლესები იყვნენ.

ტატო განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო. სათნო და მოსიყვარულე ბიჭი – 30 წლამდე იქნებოდა, დათო – 35-მდე.

ცოლ-შვილი არცერთს არ ჰყავდა. როგორც ვიცი, ტატოს საცოლე ჰყავდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდა. მაგრამ, ბოლო დროს განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა.

თურმე, სულ იმას იმეორებდა მალე მოვკვდებიო. არ ვიცი, რატომ. როგორც ჩანს, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა...


აგრეთვე წაიკითხეთ:

7 რჩეული კაცი, გარდაცვლილი შეყვარებულისგან მიღებული ტრავმა და რომანი თიკა ჯამბურიას ყოფილთან - ლიზა ყენიას პირადი

ინფარქტი, დაპირისპირება ნანუკა ჟორჟორიალთან და დიდი ტრაგედია - ნინო შუბლაძის უცნობი ამბები

სექსუალური ურთიერთობა ტრანსსექსუალთან, ეჭვიანი მეუღლე და ჰომოფობია - დავით ქაცარავას პირადი