Digest Logo

სექსუალური ურთიერთობა ტრანსსექსუალთან, ეჭვიანი მეუღლე და ჰომოფობია - დავით ქაცარავას პირადი

1614242359
დავით ქაცარავა

ქართველ სიმპათიურ კაცებზე ვინ გახსენდებათ? ალბათ, ერთ-ერთი დავით ქაცარავა. ჰოდა, დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

დათო გარეგნობიდან გამომდინარე, ბევრი ქალისთვის სასურველი მამაკაცია, ამიტომ ხშირად ეხვევა სკანდალებში.

ის პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობს და ცდილობს საზოგადოება ჭორ-მართალში გაარკვიოს.

დიდი სიყვარული

დათო ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძეა.

დათო: ერთმანეთი არაჯომარდულ სიტუაციაში გავიცანით, თუმცა, იქაც წყალი გახდა გადამწყვეტი – ეს იყო საირმის გორის აუზი. სოფო ისე ლამაზად და მოხდენილად ცურავდა, ძალიან მოვიხიბლე. ქვეცნობიერად მივხვდი, რომ გოგონა, რომელსაც ეტყობოდა, რომ წყლის მიმართ განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა, ჩვეულებრივი გოგო არ იყო, „რუსალკასაც” კი ვეძახდი. იმ პერიოდში ჯომარდობა ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა, თუმცა, ძალიან მიყვარდა ცურვა და, ზოგადად, სპორტის ყველა სახეობა. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში ორჯერ ვარ გადარჩენილი დახრჩობას, წყალი და ცურვა სულ იყო ჩემი სტიქია.

„ჩემი ქმარი რომაა იმიტომ არ ვამბობ, მართლა ქარიზმატული ადამიანია და ტიპაჟიდან გამომდინარე ყურადღებას იქცევს.

თავიდან დამთრგუნველი იყო, მაგრამ დიდი ხანია, ერთად ვართ და შევეჩვიე. ბევრანაირი სიტუცია გვაქვს გამოვლილი, შვიდი წელი შეყვარებულები ვიყავით...

სხვა ქალაქში მუშაობდა, მე ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენი გაბუტვა შეყვარებულობის პერიოდში მაქსიმუმ ათი დღე გაგრძელდა.

ყველაფერში ერთად ვართ ბიზნესი იქნება, სამსახური თუ ოჯახი. ზომიერად ეჭვიანი ვარ, ვიღაცები შეიძლება, ზღვარს გადადიან, ბევრს წერენ და დათოც უხეშად არავის უპასუხებს.

თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას შეეცდება, ზუსტად ისევე დავუდგები წინ, როგორც სამშობლოს მტერს და იქით ვესვრი კიდეც. არა მგონია, რუსეთივით ძლიერი მოწინაღმდეგე მყავდეს. ჩვენ ერთმანეთის ვართ, ერთი მთლიანობის ნაწილები და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის“,- იხსენებდა ქაცარავას მეუღლე.

დათო: სოფო არის ეჭვიანი, რაც, ალბათ, სიყვარულით მოსდის. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მისი არგუმენტი ამ თემაზე. თუმცა, მან კარგად იცის, რომ ის არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ძვირფასი ადამიანი. სოფო ადრე უფრო ეჭვიანობდა, რის გამოც, გვქონდა ხოლმე ბარიერები. ეს პერიოდი უკვე გადავლახეთ.

იმის მიუხედავად, რომ ქორწინების ბეჭედს არ ვატარებ, რადგან დავკარგე, იქ, სადაც არ მიცნობენ, თავი უცოლო კაცად არასდროს გამისაღებია, ეს დიდ უწესობად მიმაჩნია. თუ ვინმეს მოვწონვარ და სასურველ მამაკაცად აღმიქვამს, ეტყობა, ჩემს გადაწყვეტილებას სცემს პატივს, რომ ოჯახი მყავს და შორიდან მეტრფის.

მარიხუანა და ლგბტ თემი

23 წლის ვიქნებოდი, როცა „მარიხუანა“ გავსინჯე იმისთვის, რომ გამეგო, რა იყო, რასთან უნდა მებრძოლა. გასინჯვის მერე ნეგატივის გარდა მასში ვერაფერი ვნახე, ხელი შემეშალა ჩვეულ აქტიურ ცხოვრებაში და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი ექსპერიმენტი იქნებოდა.

რაც შეეხება ლგბტ თემს, არავის ვებრძვი. ეს ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, რომლებსაც პრობლემას არავინ უქმნის. პირიქით, ბევრ რამეში წახალისებულებიც არიან და საქართველოში ძალიან კომფორტულადაც გრძნობენ თავს.

მიზეზი, რის გამოც მათზე ძალადობენ თუ მათდამი ნეგატივს ავლენენ, არის ის, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანების გამოწვევას და პროვოკაციაზე წამოგებას. განსაკუთრებით ისეთი ადამიანების, რომელთათვისაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა მიუღებელია.

მათ მიმართ ჩვენი ნეგატიური აზრის გამოხატვის უფლებას გვართმევენ. ტაში უნდა დაუკრა, ჯიგრები ხართ და აბა, თქვენ იცითო, მაგრამ თუ ასე არ ფიქრობ და ესე იგი, ბნელი „გრუზინი“ ხარ.

მე რატომ არ მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება? ჩემი უფლებები ირღვევა მაშინ, როცა შენ ამ თემის პროპაგანდას ეწევი.

ჩემთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანა – მარაზმია ეს ყველაფერი.

შვილის ყოლის უფლება აქვს ქალს და ისინი ქალები არ არიან. კაცმა თქვას, მე ქალი ვარ და შვილი მინდა, მაგრამ ვერ ვაჩენ, ამიტომ ადგეს და იშვილოს, რა, ამ დროს ბავშვის უფლებები არ ირღვევა? ისევე, როგორც ერთსქესიანთა წყვილების მიერ ბავშვის აყვანის დროს. დადგენილია, რომ ასეთი წყვილების მიერ გაზრდილ ბავშვებში ძალიან მაღალია სუიციდის მცდელობები, გამოირჩევიან აგრესიით და ფსიქიკა დამახინჯებული აქვთ.

კავშირი ტრანსსექსუალებთან

ალბათ, გახსოვთ 2015 წელს, მსახიობმა, იუნა შაფათავამ შეურაცხყოფა რომ მიაყენა ტრანსგენდერ კესარია აბრამიძეს. იუნას მხარი დაუჭირა დავით ქაცარავამ და „ნატურალური ქალის“ უპირატესობა აირჩია, რასაც ტრანსგენდერები გამოეხმაურნენ.

დავით ქაცარავას ამ ქმედებამ ტრანსექსუალები გააღიზიანა, მათ შორის ელენე ალეგროვა, იგივე ბექა, რომელმაც მსახიობს უკრაინული ისტორია შეახსენა.

ალეგროვა: დავით არ გრცხვენია, არ გაგიხსენო წლების წინ მომხადარი ამბავი. კესარიას თემა მეც შემეხო, ამიტომ მოლბით არ გამაცხაროთ მთელი მსოფლიო აღიარებს ტრანსექსუალს ქალად.

უკრაინის ამბები გაიხსენე, თვითონვე გადახედე ისტორიას. ნუ ეხები უწმაწურად ტრანსექსუალებს, როდესაც სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდი მათთან, მაშინ ხომ გრძნობდი, რომ ქალი იყო? ამაზე გავჩერდეთ, კიდევ არ ამალაპარაკო, როდესაც ტრანსექსუალებზე დაიწყებ ლაპარაკს, დაფიქრდი კარგად...

„ქალი ვიცი კუხნაში“

იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს დინოზავრი და გადმონაშთი ვგონივარ, გარკვეულ საკითხებზე ჩემი შეხედულებების გამო,

„ქალი კუხნაში” და მხოლოდ დედის როლში, ჩემთვის ტრადიციულობას არ ნიშნავს. მე მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიური, საქმიანი ქალია, მაგრამ ზრდის შვილებს და ოჯახურ საქმეშიც წუნს ვერ დასდებ.

სოფო, გარდა იმისა, რომ საქმეემბით არის დაკავებული, „ჩავითრიე” სპორტშიც. არ აღვიქვამ ტრადიციად იმას, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ოჯახის წევრებზე ზრუნვით იყოს დაკავებული. ყველაფერი ტრანსფორმაციას განიცდის და დღევანედელი ქალი ბევრად უფრო აქტიური და საქმიანია როგორც გარეთ, ასევე სახლში.

ქაცარავა მამის ამპლუაში

დათოს და სოფოს 3 შვილი ჰყავთ.

29 წლის ვიყავი, როდესაც მამა გავხდი და ეს ყველაფერი გააზრებული მქონდა.

პირველი შვილის გაზრდაში დიდი დოზით ვიყავი ჩართული, ალბათ იმიტომ, რომ მეტი დრო მქონდა. არასდროს მყოფნის დრო, ალბათ დღე-ღამეში დამატებით 12 საათი მჭირდება, რომ ყველაფერზე სათანადოდ გადავანაწილო.

ვცდილობ, შვილებთან მეგობრული ვიყო, თვითონ ასე გამზარდეს, მამაჩემი ჩემი უპირველესი და ყველაზე ახლო მეგობარი იყო ყოველთვის, თუმცა, გარკვეული დოზით, სიმკაცრე აუცილებელია, დისციპლინასაც უნდა შეეჩვიონ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია - ვინ არის შენგელაიას მეორე ცოლი და რა კავშრი აქვს ივანიშვილებთან

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და საყვარელი მეუღლე - ჭორ-მართალი დუტა სხირტლაძის შესახებ

ალკოჰოლი, ქურდობა, 3-ჯერ „გარდაცვალება“ და „დაკავება“ - ნიკა ლომიძის ამბები