Digest Logo

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვაზე საუკეთესო მეგობარი კაბით მივიდა

1605858224
კევინი _ დაკრძალვა

4.99 ფუნტ სტერლინგის სამოსში გამოწყობილ ბარი დელანს სხვების აზრი არასდროს აინრერესებდა. მან და მისმა საუკეთესო მეგობარმა, ჯარისკაცმა კევინ ელიოტმა შეთანხმება დადეს და მხოლოდ ამას ჰქონდა მნიშვნელობა.

 

კევინ ელიოტი დანაყოფ Black Watch- ის ქვეითი ჯარისკაცი იყო. სანამ ის ავღანეთში წავიდოდა, მეგობრებმა შეთანხმება დადეს - დელანი ჩაიცვამდა კაბას, თუ ის ომიდან ვერ დაბრუნდებოდა. მათი უჩვეულო შეთანხმება უფრო მალე განხორციელდებოდა, ვიდრე ელოდნენ. რიგითი ელიოტი ავღანეთში თალიბების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ოთხშაბათს, დილის 10 საათის შემდეგ, როდესაც დელენი ცაცხვისფერ, მომწვანო-მოყვითალო მინი კაბაში გამოეწყო, დაისხა არაყი - მისი და ელიოტის საყვარელი სასმელი, და უგრძნობად დაეშვა დივანზე. ერთი საათის განმავლობაში 25 წლის დელანი დანდის დასავლეთ კიდეზე, ცათამბჯენის მე-10 სართულის ბინაში გაუნძრევლად იჯდა. აქ რვა კვირით ადრე, ორი მეგობარი ერთმანეთს ისტორიებს უზიარებდა და დროც უშფოთველად გადიოდა.

სწორედ ამ ადგილზე ელიოტმა მეგობარს შიშებიც გაანდო - მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ომი უცხო არ ყოფილა (იყო ერაყის ომის დამსახურებული გმირი), ავღანეთში წასვლის ძალზედ ეშინოდა, დაბნეული იყო უთვალავი ბობოქრობითა და გაურკვეველი მტრის გამო. 24 წლის ბიჭმა თითქოს იცოდა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა.

დელანიმ მაშინ მეგობარი ზერელედ დაამშვიდა, უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და რომ ახლა სხვა სამსახურს ვერ იპოვიდა. როგორც ჩანს, ის დამაიმედებელი ფრაზების თქმაში არც ისე გამოცდილი იყო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, დაჰპირდა - არ მოკვდები და თუ ასე მოხდება, მზად ვარ, შენს დაკრძალვაზე კაბით მივიდეო.

ამაზე ბევრი იხალისეს, აარჩიეს კაბის ფერიც - კაბა გამომწვევი უნდა ყოფილიყო, მოტკეცილი და სახელოების გარეშე.

შემდეგ როცა ეკლესიასთან ასობით ადამიანმა კაბაში გამოწყობილ ახალგაზრდა ბიჭს მოჰკრა თვალი, გაოცება თითქმის არავის გამოუხატავს:

kevinis-dakrdzalva_o_h.jpeg

„ჩვენი შეთანხმება ყველამ იცოდა, მხოლოდ რამდენიმემ ასწია წარბი. ემოციების შეკავებას ვცდილობდი, მაგრამ როცა ჯარისკაცები დავინახე, საფლავთან ჩავიმუხლე და ვკითხე „კევინ, მოგწონს ჩემი კაბა?“ ...და შემდეგ ტირილი ამიტყდა“, - ამბობს დელანი.

kevinis-dakrdzalva_o_h.jpeg

kevinis-dakrdzalva_o_h.jpeg

ცნობილია, რომ ელიოტმა გარდაცვალებმადე 2 დღით ადრე წერილი გამოგზავნა. ის ბოლომდე ცდილობდა ოპტიმისტად დარჩენილიყო. gardatsvlili-jariskatsi_o_h.jpeg


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

მისტიკის დასასრული - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია

ანიმაცია „გალაკტიონის ბოლო წუთები“

241 მდუმარე დღე, პასუხი ღმერთისგან და დამარცხებული სენი - ინტერვიუ თორნიკე ჯგერნაიასთან

წყარო: www.telegraph.co.uk