„ცხელი ძაღლის“, „მანდარინებისა“ და ბოლო გასეირნების“ ავტორი, კინორეჟისორი, ზაზა ურუშაძე, 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა.
მისი შემოქმედება არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც აღიარეს.
⚪ „მანდარინები“
ფილმი ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო წარგდენილი.
⚪ „ცხელი ძაღლი“
მისი ნამუშევარი სერიალი „ცხელი ძაღლი“ ყველა თაობისთვის საყვარელი სერიალია. რეალურ ისტორებზე დაფუძნებულ სერიალს სოციალურ ქსელში დღესაც უამრავი გამოხმაურება აქვს და სიუჟეტურად ახლაც ახლოსაა ქართულ რეალობასთან.
⚪ „ბოლო გასეირნება“ ყარაბაღში
საკუთარ სამყაროში ჩარჩენილი მიშა მესხის გმირი თანამედროვე თბილისში მამონტს წააგავს, „ბატონი თენგოსგან“ განსხვავებით ის თანამედროვე ყოფას ვერ მოერგო. მაგრამ როდესაც საქმე სიკეთესა და ბოროტებას, სიყვარულსა და მტრობას ეხება არ აქვს მნიშვნელობა რომელი თაობის წარმომადგენელი ხარ. როდესაც შვილების ბედნიერებას მამების ცოდვები საფრთხეს უქმნიან, გამოსავალი ისევ მამებმა უნდა მონახონ.
⚪ „სამი სახლი“
ფილმი სამი ნოველისგან შედგება, მათ საერთო იდეა აერთიანებს:
პირველი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნის ბოლოს მიმდინარეობს, მოქმედება სოფელში ხდება. აქ ადამიანები ისევ ისე ცხოვრობენ, როგორც მათი მამა-პაპა ცხოვრობდა ოდითგან.
მესამე ნაწილი მსუბუქი და მხიარულია, მასში ჩანს 21-ე საუკუნის ჰუმანიზმი. ფილმი კომედიაა, მისი გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.
აღნიშნული ფილმი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ვაშინგტონში აჩვენეს.
ზაზა ურუშაძე გასული წლის 7 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა „კალდუნას“, „გოგლიკო სიხარულიძისა“ და „ბიძინა თაბაგარის“ სახით თავისი სახელი უკვდავყო.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
5 ქალი ისტორიიდან, რომელიც თავს კაცად ასაღებდა
კიდევ 6 რამ, რაც/ვინც ქართველებმა ვერ დავიჭირეთ
ქართველებს ჰელოუინი ამერიკელებამდე გვქონდა