პრეზერვატივების ბრიტანულმა კომპანიამ „ჭკვიანი პრეზერვატივი“ სახელწოდებით i.Con შექმნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა brightside აქვეყნებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროდუქტი ფიტნეს სამაჯურს ჰგავს და სხვადასხვა აქტივობას ზომავს.
სენსორები სექსუალური აქტისას აკონტროლებენ დროს, ინტენსივობას, მოძრაობის სიჩქარეს, პოპულარულ პოზებსა და ორგანოების ტემპერატურას. აგრეთვე, თუ მომხმარებლები მოისურვებენ, ერთმანეთის შედეგებს პლატფორმაზეც გააზიარებენ.
ჭკვიანი პრეზერვატივის შემქმნელები ცდილობენ, მას დამატებითი ფუნქციები შესძინონ. მათი მიზანია, შექმნან პროდუქტი, რომელიც დაავადების გავრცელებას შეუშლის ხელს.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
2020 წელი რომ ნივთი ყოფილიყო... - საშინელი წლის სახალისო ფოტოები
„ლილოს ჩანთისგან“ შექმნილი აქსესუარები და გზავნილი ნიგერიელი ფოტოგრაფისგან