„რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი სვეტიცხოვლის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი იყო. მან გულახდილად ისაუბრა სასულიერო და საერო ცხოვრებაზე.
მოძღვარმა ის პერიოდიც გაიხსენა, როცა თავისი შვილის ფოტოს გამო, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
პეტრესთვის საუმაოდ ემოციური აღმოჩნდა იმ მძიმე პერიოდის გახსენება, როცა ნეგატიური კრიტიკის გამო, ფაქტობრივად, მის შვილს ეკლესია შეაძულეს.
„ჩემს შვილს მარიამს მოუნდა, რომ ჩემთვის ეთხოვა ფოტო დამედო. დავდე ჩემს კედელზე, ფოტო სადაც მარიამი მდინარეზეა. მოკლედ მეორედ მოსვლა ატყდა ჩვენს ქვეყანაში. ერთი თვე ყველა ბრუნვაში გვატრიალებდნენ. ჩემს შვილს იმდენი გაუკეთეს, რომ ეკლესიაც შეაძულეს და ანაფორიანის დანახვაც. ბევრჯერ უთქვამს, რომ გაიხადე ანაფორა და წამოდიო.
ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა კიდეც. ჩემს შვილს გული მოუკლეს. ამიტომ ასეთი მფარისევლებისგან აუცილებლად უნდა გაათავისუფლეს ეკლესია“, - განაცხადა მამა პეტრემ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ქოსატყუილა გიჟი! 7 ნოემბერი რატომ მოუწყო ქართველ ხალხს, იმაზე ისაუბროს...“ - ხოფერია სააკაშვილზე
🔵„დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე, როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი
🔵„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ მათი პარტნიორებიც“ - გიორგი ფხაკაძე