ჩვენს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უცხოურმა გამოცემა buzzfeed-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „22 ტვიტი, რომელიც გაჩვენებთ განსხვავებას ამერიკის არჩევნებსა და სხვა ქვეყნების არჩევნებს შორის“.
ტვიტერზე განთავსებული ფოტოებით აწყობილი ბლოგის ავტორებს ყურადღება საარჩევნო რიგებზე ჰქონდათ გამახვილებული და უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა მხოლოდ ამერიკელებს აქვთ.
მათი აზრით, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები რიგში დგომისთვის თავს არ შეიწუხებენ.
ამერიკელ ჟურნალისტებს გუშინ მოლოდინები გავუცრუეთ. 2020 წელის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალქეებმა საარჩევნო უბნებთან რიგები შექმნეს. მიუხედვად იმისა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა წინა საპარლამენტო არჩევნებისგან თითქმის არ განსხვავდებოდა, ეს ფაქტი აღნიშვნად მაინც ღირს.
პანდემიის მიუხედავად, ქართველებმა თავისი ხმა არ დაკარგეს და რეგულაციების დაცვით, თავიან რიგს საათობით ელოდებოდნენ:
არჩევნების დროს რიგები თურმე არც ამერიკის შეერთებულ შატატებში უკვიღტ, პირიქით იქ მოქალაქეების რიგში დრგომა ჩვეულებრივადაც კი აღიქმება.