Digest Logo

ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა და 7 დაკავებული ადამიანი

1632079140
ძმები ფეიქრიშვილები

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფე თქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით იგეგმებოდა ტყუპი ძმის დავით და გიორგი ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა.

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები?

1986 წელს დაბადებული ტყუპი ძმის გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელი 2016 წელს ვა­კე­ში სრო­ლისას მომხდარი მკვლელობის დროს ამოტივტივდა. ამ დროს ვაკეში სოსო ჯო­ხა­ძე მოკლეს.

ამ საქმესთან კი ძმებ ფეიქრიშვილების სახელს ხშირად ახსენებდნენ. ჯიხაძის საქმეზე სხვა პირებთან ერთად დაკავებული იყო გიორგი ფეიქრიშვილიც. საბოლოოდ ამ მკვლელობის ბრალ­დე­ბით ბად­რი, იგი­ვე ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე გაასამართლეს.

წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბოდა გია უდე­სი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" "ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბის" მე­თა­უ­რად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­კუ­თარ სახ­ლთან და­ა­კა­ვეს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ფაქ­ტზე. მა­შინ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფე­იქ­რიშ­ვილს პო­ლი­ცი­ამ ია­რა­ღი ჩა­უ­დო.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს, 2016 წლის 30 ივ­ნისს კი ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და. შემდეგ 2016 წლის სექტემბერში დააკავეს.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის და მისი ტყუ­პის­ცა­ლი ძმის (თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლე­ბი, რო­გორც "ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი") სა­ხე­ლი სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს. და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი 2016 წელს პა­ტიმ­რო­ბა­ში იმყოფებოდა. მისი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებდა ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ში, რა დრო­საც და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის დროს მათ­გან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი 40 700 აშშ დო­ლა­რი, რო­მე­ლიც სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ე.წ "მა­ზით" 140 000 აშშ დო­ლა­რი მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს.

საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და ვატო ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლიც, რო­მელ­საც მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 30 000 აშშ დო­ლა­რი ამო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და უკ­რა­ი­ნა­ში და ცდი­ლობ­და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის, 40 700 აშშ დო­ლა­რის გა­და­ცე­მას და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის­თვის, რა დრო­საც მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა.

ფეიქრიშვილის დაკავება

გიორგი ფეიქრიშვილი 4 წლის წინ ორ მეგობართან – გიორგი ყანჩაველთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად დააკავეს. ხმაურიანი დაკავება, ქალაქში მალევე დაუკავშირეს სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, რადგან ჯოხაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ბადუკა ნათობაძე ფექირიშვილების უახლოესი მეგობარი იყო.

გიორგი ფეიქრიშვილი ჯოხაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის სექტემბერს გიორგი ფექირიშვილთან დაკავებული გიორგი ყანჩაველი სოსო ჯოხაძის მკვლელობის დღეს, ნათობაძის ავტომობილში იჯდა.


საქმის გახსნა

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული 7 პირი დააკავეს.

როგორც ირკვევა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე აიყვანეს, სპეცოპერაცია ჩატარდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რა დროსაც უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს.

უკრაინაში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მიერ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაციის შესახებ ძმებმა თავიანთი წყაროებით გაიგეს და ქართველი სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენეს.

შესაბამისად, სუსშივე დაიგეგმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენა, მათი ფარულად ჩაწერა და დაკავება.

ძმებმა დაგეგმილი აფეთქების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე თვით ადრე შეიტყვეს. ფეიქრიშვილებმა ისიც იცოდნენ, რომ მათ ლიკვიდაციას კიევში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მითითებით გეგმავდნენ.

საქმის მთავარი ფიგურანტებიდან ორის ვინაობაა ცნობილი – ესენია გიორგი ბიბილაური და ბექა ცინცაძე. რაც შეეხება ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს, საუბარია გავლენიან ფიგურაზე ვ. ყ.-იანზე.

საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ბიბილურსა და ცინცაძეს შეხვდა უკრაინის მოქალაქე, მათ გადასცა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვ.ყ-ს დანაბარები და თბილისში, კონსპირაციულ ბინაში დაიწყო ფეიქრიშვილების გადაადგილების მარშრუტის შედგენა და მათი აფეთქების სქემაზე მუშაობაც.

მკვლელობის სავარაუდო მოტივი შურისძიებაა. უფრო კონკრეტულად, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმის გაგრძელება, რადგან ცნობილია, რომ „ქურდებმა“ ძმებ ფექირიშვილებზე ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის ჩაცხრილვის შემდეგ გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქება მანამდეც სცადეს. პირველი აფეთქება თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთი ძმის საცხოვრებელთან მოხდა. ფექრიშვილებს მეორედ ფალიაშვილის ქუჩაზე დაესხნენ, ორივე თავდასხმას ძმები უვნებლად გადაურჩნენ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მეძავები პარლამენტში, „ფლირტი“ სააკაშვილთან, ქმრის ღალატი მოსწავლესთან და მეგობრისთვის „წართმეული სიყვარული“ - ელენე თევდორაძის უცნობი ამბები

თბილისში 17 წლის ბიჭმა საკუთარი მასწავლებელი მოკლა და შემდეგ თითი მოაჭრა

რა გამოუგზავნა თინა ფეტვიაშვილმა ციხიდან ია ნინიძეს - უცნობი ამბავი