Digest Logo

ე.წ „კანონიერ ქურდს“, რომელმაც 17 წელი ციხეში გაატარა, სიძემ სცემა

1605697265
ე.წ კანონიერი ქურდი

62 წლის ე.წ „კანონიერი ქურდი “ვალენტინ გონჩარენკო, იგივე „ვალეტი“ კომაშია. კრიმინალური „ავტორიტეტი“ საკუთარმა დის ქმარმა სცემა,  მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ე.წ კანონიერი ქურდი სამედიცინო დაწესებულებაში სიკვდილს ებრძვის.

უცხოური მედია წერს, რომ სიძე-ცოლისძმას შორის ფიზიკური ანგარიშსწორება საყოფაცხოვრებო მიზეზით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.

ვალენტინ გონჩარენკომ საერთო ჯამში გისოსებს მიღმა 40 წელი გაატარა. ბოლოს ის მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც 17-წლიან პატიმრობას ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა.