Digest Logo

„ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი „დაბრიდეს“… იმას კი არ ვამბობ, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ-მეთქი, უბრალოდ...“ - ზურა ყიფშიძე

1635234900
ყიფშიძე ზურა

მსახიობი ზურა ყიფ­ში­ძე „მა­ესტრო­ს“ ეთერის სტუმარი იყო. ის გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­და­ცე­მას „უც­ნო­ბის კი­დო­ბან­ს“ ესტუმრა.

წამ­ყვა­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რათ, კონ­კრე­ტუ­ლად კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე, მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ავადმყოფობაა.

„დიდი ბო­დი­ში, შე­იძ­ლე­ბა ექი­მი არ ვარ და ფსი­ქი­ატ­რი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს საქ­მე ავად­მყო­ფო­ბას­თან. ეს ავად­მყო­ფო­ბა მკურ­ნა­ლო­ბა­სა­ცა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ნამ­დვი­ლად ვერ არის კარ­გად, იყო ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში...

ახლა არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ას­წო­რეს და გა­მო­კეთ­და. ხალხნო, დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ გა­ვიხ­სე­ნოთ, და­სა­წყი­სი იყო ის, რომ მოკ­ლეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და თან და­იწ­ვნენ, ისე უნი­ჭოდ მოკ­ლეს. ამა­ნაც ისე ჩა­ი­ა­რა. აქე­დან იწყე­ბა.

რას ჰქვია, ოთხი ენა იცის, გა­და­სა­რე­ვი ბი­ჭია, პრო­კუ­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ე­ბი იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­იქ­ცა. ჰო­ლან­დი­ე­ლი ცოლი, ახალ­გაზ­რდა გვინ­და, გვეშ­ვე­ლა… ასე და­ი­წყო. რო­გორც და­ი­წყო და მერე რო­გორც გაგ­რძელ­და ვნა­ხეთ, ასე მოჭ­რას ტოტი ადა­მი­ან­მა, რო­მელ­ზეც ზის, არ ვიცი. გვე­ში­ნო­და და ახ­ლაც გვე­ში­ნია…

ბევ­რი ჩუ­მად არის. მა­პა­ტი­ეთ და ძა­ლი­ან ცუდ რა­მე­ებს ვი­ტყვი, რა… რომ შე­მო­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ, ცოლი გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნათ, შვი­ლი მო­ეკ­ლათ, ცო­ლის თვალ­წინ გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე... ერთი გიჟი რო­გორ ვერ გა­მოჩ­ნდა, კე­ნე­დი “დაბ­რი­დეს”… მე იმას კი არ ვი­ძა­ხი, არი­ქა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მიშა რომ მო­ეკ­ლათ, უბ­რა­ლოდ, ვერ­ცერ­თმა გამ­წა­რე­ბულ­მა ვერ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი.

სა­ში­ნე­ლე­ბას ვამ­ბობ, არას­წო­რად ვამ­ბობ, მაგ­რამ ხომ არის ამა­ში ლო­გი­კა? როცა არა­ფე­რი აღა­რაფ­რად მი­ღირს, რჩე­ბა ჩემი ის­ტო­რია და ვე­წი­რე­ბი რა­ღა­ცებს… ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი და რა უნდა მა­გას. იმა­ზე რო­გორ არ იფიქ­რებ­და, - ვი­ღაც გამ­წა­რე­ბუ­ლი კაცი მოვა, ასე შე­ე­წი­რე­ბა და მეც გამ­წი­რავ­სო“,-განაცხადა ყიფშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„5-იანის შემოხაზვით მურმან დუმბაძის ცნობილი წყევლა გაცოცხლდება და ხელი გაგვიხმება“ - რას წერს თინა ხიდაშელი

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს