„ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მან ისაუბრა კორონავირუსის ახალ შტამზე და განაცხადა, რომ მეცნიერები დელტას ქვეშტამს აკვირდებიან, რათა დაადგინონ, თუ რა სხვაობაა სხვა არსებულ შტამებთან შედარებით.
„მუტაცია არის ვირუსებისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია, მათ შორის კორონავირუსსაც ახასიათებს მუტაცია. ახალი ქვეშტამი მუტაციის შედეგად წარმოიშვა, მეცნიერები მას აკვირდებიან ძირითადად ის გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. ამ შტამმა გამოიწვია ის, რომ ინფიცირების ზრდა მოხდა და ამიტომ არის დაკვირვების ქვეშ. დელტას ქვეშტამს სხვა შტამებისაგან რამე სახე სხვაობა თუ აქვს ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია.
პირველადი მონაცემებით, ამ ქვეშტამზეც საკმაოდ ეფექტურია ვაქცინა, ამიტომ უნდა დავიცვათ თავი და აცრა ჩავიტაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება.
„ჩვენ რომ ეს ყოველივე თავიდან ავიცილოთ, უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.
ყველაზე უფრო დიდი რისკი ახალი შტამების გაჩენის არის ის, რომ ხდება ვირუსის თავისუფალი ცირკულაცია ამიტომ მთელ მსოფლიოში თუ დროულად არ მოხდება ეფექტურად მოსახლეობის ვაქცინაცია ეს რისკები ყოველთვის დარჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამას მოუწოდებს, რომ მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვაქცინაცია არ არის საკმარისი, არამედ უნდა მოხდეს გლობალურად მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
რაც შეეხება COVID 19-ის გავრცელებას ბავშვებში, მისის თქმით, დელტა შტამს აღმოაჩნდა უნარი, რომ ადვილად გავრცელებულიყო ბავშვებში, ამ თვალსაზრისით მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვებშიც იგივეა ვირუსის გავრცელება, რაც დელტა შტამის დროს.
„ამგვარად თუ ვაქცინაციას ჩავიტარებთ, ხელს შევუწყობთ პანდემიის დამარცხებას“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ექიმს მხედველობიდან ეპარება... და მთავრდება უეცარი სიკვდილით - მარიამ კუკუნაშვილი
🔵„პირველყოფილო შემარცხვენელო ეკრანის ძუკნებო მეცოდებით“ - პაიჭაძის სკანდალური სტატუსი