იუმორისტი, გივი პაპავა „დაიჯესტთან“ საუბრისას სიყვარულის ისტორიას იხსენებს. მისი სიყვარული, ნინა ნიკოლავაა, რომელიც სამსახურში გაიცნო.
წარმოუდგენლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ თავდაპირველად გივი ნინას ვერ იტანდა, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდა და წყვილი ბედნიერად ცხოვრობს. მათ ერი შვილი ჰყავთ.
„კომედის“ გარდა ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ, დაბადების დღეები მიმყავს.
იქ გავიცანი ჩემი მეუღლეც, კოლეგები ვიყავით. ერთმანეთს ვერ ვიტანდით, არ მიხაროდა როდესაც დაბადების დღის ცენტრში მოდიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, ცნობილი რომ ვიყავი და ყურადღებას მე მაქცევდნენ ეგ რომ მოდიოდა, ყველა მაგას აქცევდა ყურადღებას და ყურადღების მიღმა ვრჩებოდით.
ეს გულის სიღრმეში არ მსიამოვნებდა. შემდეგ საერთო საკითხები გამოვნახეთ, 7თვე შეყვარებულები ვიყავით და ერთ დღეს დამარტყა თავში, რომ ცოლად მომეყვანა. უხერხულია, ჩემნაირმა ბიჭმა ხელი გთხოვოს და უარი უთხრა.
მინდოდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო, თავის დაბადების დღეზე ვთხოვე ხელი. ყველა ჩვენი ძვირფასი ადამიანი იქ იყო, შემდეგ ცოტა დავლიე, გავთამამდი და ხელი ვთხოვე“,- ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას გივი პაპავა.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები