„ქართული ხმების" მომღერალი, ზურაბ ბაკურაძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. ის ტრაგიკულად გარდაიცვალა.
რაჭაში სოფელ შქმერში მიწა მოწყდა, რასაც მომღერალი ემსხვერპლა. მას მთელი საქართველო გლოვობს... დღეს მისი და ნათია კობახიძის სიყვარულის ისტორიას გიამბობთ:
ზურას ამბავი სიყვარულისა
მისი მეუღლე ნათია კობახიძეა, ჰყავთ 2 შვილი.
„ნათია ღვინის კომპანიაში მუშაობს... ისე ჩვენ ერთმანეთი ანსამბლ „რუსთავში“ გავიცანით. ნათია თავის დროზე მოცეკვავე იყო. ერთ სფეროში ვიყავით და ასე გავიცანით ერთმანეთი.
შემდეგ რაჭაში, ნათიაც რაჭველია. რაჭველობას დიდი გავლენა ჰქონდა. პირველად ნათიას ოჯახში, რომ მივედი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო“...