მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ძაღლი, გერმანული ნაგაზი, სახელად გიუნტერ მეექვსეა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.
მისი ქონება დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გარდა ძვირადღირებული უძრავი ქონებისა, ძაღლი ფლობს იახტებს, კოლექტიურ მანქანებს და სხვა მდიდრულ ნივთებს.
ცხრა საძინებლიანი სახლი, რომელიც მისი სახელით იყიდება, 20 წლის წინ პოპ დივას – მადონას ეკუთვნოდა. სახლი აღჭურვილია აუზითა და მდიდრული ხედით. მისი ფართობი 4,7 ჰექტარს შეადგენს. სახლის ღირებულება 31 მილიონი დოლარია.
ძაღლმა ქონება გარდაცვლილი წინაპრისგან მიიღო, რომელსაც მემკვიდრეობა გერმანელმა გრაფინიამ, კარლოტა ლიბენშტეინმა დაუტოვა.