Digest Logo

გათხოვილი ქალების ნაწილს ორგაზმი არასდროს განუცდია - რჩევები გინეკოლოგისგან აქტუალურ პრობლემებზე

1605188818
არსენ გვენეტაძე

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ სექსუალური ცხოვრება? რას იწვევს ცხოვრება სექსის გარეშე და რა არის ორგაზმი  - ეს ის აქტუალური შეკითხვებია, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილს აინტერესებს.

ამ კითხვებით „დაიჯესტმა“ ექიმ რეპროდუქტოლოგსა და გინეკოელოგს, პროფესორ არსენ გვენეტაძეს მიმართა.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ სექსუალური ცხოვრება?

კონკრეტული ასაკი, როდესაც ქალმა სექსუალური ცხოვრება უნდა დაიწყოს, არ არსებობს, თუმცა არის ერთი, რამ: სრულწლოვანი ადამიანი ხდება 18 წლიდან, მაგრამ ფიზიოლოგიურად ორგანიზმი, როგორც ქალის, ასევე კაცის, გაცილებით უფრო ადრე არის მზად და მომწიფებული სექსუალური ვნებისათვის.

უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულის მომწიფება არის ინდივიდუალური. შეიძლება ადამიანის ორგანიზმი მომწიფებული იყოს 15 წლის ასაკშიც კი.

რა ხდება მაშინ, როდესაც ქალს თუ კაცს არ აქვს სექსი კონკრეტულ ასაკამდე და რა შეიძლება გამოიწვიო უსექსობამ?

სექსის არქონის გამო ცხოვრების ხარისხი ქვეითდება და უფერულდება. წყვილისთვის მნიშვნელოვანია სექსუალურად გახსნილები იყვნენ ერთმანეთთან.

ხშირად, ქორწინებაში მყოფი ქალები ჩემთან საუბრისას ამბობენ, რომ მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ორგაზმი. მიზეზი უხერხულობაა, სინამდვილეში კი მათ საერთოდ არ განუცდიათ ეს.

ასეთ დროს, უმეტეს შემთხვევაში, ზრდილობიანად ალამაზებენ სიტუაციას.

ახალგაზრდა გოგოების ნახევარს ორგაზმის სურვილიც კი არ აქვს, არც ლიბიდო (სქსეობრივი ლტლოვა) აწუხებს.

როცა სექსი მხოლოდ მოვალეობაა, ის იწვევს უამრავ სხვა დისკომფორტს: გაღიზიანებადობას, მიუღებლობას სხვა ყოველდღიურ პრობლემებს.

კაცისთვის ორგაზმის განცდა ძალიან მარტივია, მაგრამ ქალს ორაგზმის მისაღწევად გაცილებით მეტი დრო სჭირდება. ქალის ორგანიზმი, სანამ მოემზადება იმისთვის, რომ აღზნების შემდეგ ორგაზმს მიაღწიოს, ხშირად მამაკაცის მხირდან სექსი დამთავრებულია. ქალი დარჩა ამ შემთხვევაში აღგზნების პროცესში,ვერ მიაღწია ორგაზმს, დარჩა დაუკმყაოფილებელი, რაც შემდგომ ხშირად იწვევს მუცლის ტკივილს, თავის ტკივილს, უხასიათობას და ა.შ.

სად ხედავთ მთავარ პრობლემას წყვილებს შორის?

მყავს პაციენტები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, თუმცა ჩემთან მოსულან და უთქვამთ, რომ მათი სექსუალური ცხოვრება ძალიან უფერულია, არ აქვთ ლიბიდო და ვერ განიცდიან ორგაზმს.

უმეტეს წილად ეს ყველაფერი სექსუალური განათლების არქონის ბრალია.

ადამაინების ერთი ნაწილი ფიქრობს - რა ცოდნა უნდა სექსს, ჩემი ბებია და ბაბუა ტყის პირას აჩენდა ბავშვებს.

სექსი არ არის მხოლოდ ბავშვის ჩასასხვის საშუალება, სექსი ადამიანის ცხოვრების მთავარი მოტივატორია. როგორც, ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, სექსი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია და შესაბამისად, ადამინებისთვის ამის გაცნობიერება ძალზედ მნიშვენლოვანია.

პირველი სექსის დროს ნაკლები შანსია დაორსულების, ეს ფრაზა ალბათ ბევრისგან გაგიგონიათ, მითია თუ რეალობა?

პირველად დაიღვრება სპერმა საშოში თუ მეექსვედ, თუ ის მოხვდა და მომწიფებული კვერცხუჯრედი დახვდა, დაორსულების შანსი არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ერთ ციკლზე ჯანმრთელ წყვილში ერთჯერადი სექსის დროს დაორსულების შანსი 10%-ია .

🔘აგრეთვე წაიკითეთ:

სექსი ავტომობილში - 8 წესი მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად

თუ დედამთლითან კონფლიქტი არ გინდა... - 6 რჩევა

რა დაემართება სხეულს, თუკი ბიუსჰალტერის გარეშე ივლით