Digest Logo

ჯოჯოხეთური ბავშთა სახლი - დაკარგული, გაუპატიურებული და განარკომანებული პატარები

1605171384
ძალადობა ბავშვთა სახლში

ბოლო 1 წლის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, ლანკაშირის ბავშვთა სახლიდან გაუჩინარების 37, 070 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რიცხვი ხუთი წლის წინანდელ მონაცემებზე 2-ნახევარჯერ მეტია. პოლიციის ანგარიშში გაუპატიურებულ ბავშვთა საქმეებიც ჩაიწერა. ექსპერტები შიშობენ, რომ ტალღა კრიმინალურ დაჯგუფებებს უკავშირდება, რომლებიც მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებზე ნადირობს.

გასულ სამშაბათს ამ ბოროტმოქმედებზე ჟურნალისტებმა საუბარი და კერძო ბავშვთა სახლებში ინვესტირებული 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ბედის კვლევა დაიწყეს დაიწყეს.

მზრუნველობა მოკლებული ბავშვების რიცხვის შემცირება 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაგრამ 2008 წლიდან მესამედით, 78000-ით გაიზარდა.

კერძო ბავშვთა სახლებს თითო ბავშვისთვის კვირაში 3000-დან 12000 ფუნტამდე აქვთ გამოყოფილი, მაგრამ ოფიცერ ლონგფილდის თქმით, ფირმები წელიწადში „ დანაწევრებული, ირაციონალური სისტემისგან“ 200 მილიონ ფუნტზე მეტს იღებენ.

ცნობილია ისიც, რომ გოგონები, რომლებიც ლანკაშირის აღსაზრდელები იყვნენ, ფსიქო-ემოციური სტრესიდან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოდიან. ბავშვების ნახევარი არ იღებდა საჭირო განათლებას, ისინი დროს კრიმინალურ გარჩევებსა და ნარკოტიკების მოპოვება-გამოყენებას უთმობდნენ.

ამის შესახებ სტატიები არაერთ გამოცემაში დაიწერა, ფაქტები ასახულია პოლიციის ანგარიშებში, თუმცა რეაგირება ჯერ არავის მოიხდენია.


  • აგრეთვე წაიკითხეთ: