Digest Logo

ქალები ქორწინებისა და შვილების გარეშე უფრო ბედნიერები არიან - რეალური კვლევის შედეგები

1603819721
ქალები ქორწინების გარეშე

წინა თაობებმა უკვე გვასწავლეს, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახის შექმნა, „ერთი კაი ბიჭის პოვნა“ და შვილების გაჩენაა, თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გაუთხოვარი, უშვილო ქალები ყველაზე ბედნიერ ქვეჯგუფად გამოიკვეთნენ.

ქცევითმა მეცნიერმა პაულ დოლანმა ონლაინ-გამოცემა GUARDIAN-თან საუბრისას კვლევის ჩატარების პროცესიც აღწერა და აღნიშნა, რომ ძირითადად, დაოჯახებული ქალები მხოლოდ მაშინ ამბობდნენ, რომ ბედნიერად ცხოვრობენ, როცა ოთახში მათი მეუღლეც იყო.

ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი პოპულაციის ქვეჯგუფს განეკუთნებიან ქალები, რომლებიც არასდროს დაქორწინებულან ან არ ჰყავთ შვილები.

„მინდა ამ კვლევას ბოლომდე მივყვე, კვლევაში მონაწილეებს კვლავ დავაკვირდებით. მანამდე კი უბრალოდ გეტყვით: თუ კაცი ხარ, ალბათ უნდა დაქორწინდე, თუ ქალი ხარ, თავს ნუ შეიწუხებ ”, - ამბობს დოლანი.

ის თავის წიგნში ასევე წერს, რომ კაცებს ქორწინება ფსიქოლოგიურად ამშვიდებთ.