ოდესაში 44 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მამუკა ჩხაბერიძე, მეტსახელად „მამუკა ხონსკი“ დააკავეს.
როგორც ცნობილია, ის ამჟამად რუსაეთის მოქალაქეა.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კრიმინალური გამოცემა „პრაიმკრაიმი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე განიხილება ჩხაბერიძის ქვეყნიდან გაძევების საკითხი.
სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ე.წ. კანონიერი ქურდი დარჩება უკრაინის პენიტენციურ სისტემაში, თუ გააძევებენ.
ცნობისათვის, ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი რამდენჯერმეა ნასამართლევი.
მას რუსეთის საპატიმროებში, დაახლოებით, 20 წელი აქვს გატარებული.
ბოლოს, 2020 წელს გათავისუფლდა და თავი ოდესას შეაფარა.