Digest Logo

ქართველი ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში მოკლეს - ტრაგიკული ისტორიები

1602507847
ქართველი ემიგრანტების ტრაგიკული ისტორიები

იტალია, საბერძნეთი, თურქეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართველი ქალები ლუკმა-პურის საშოვნელად მიდიან. სამშობლოში ტოვებნენ საკუთარ ცხოვრებას, შვილებს, ქმრებს, მოხუც მშობლებს და უვლიან სხვის შვილებსა თუ სხვის მოხუცებს...

წლების შემდეგ, როცა უკან ბრუნდებიან, ხშირად, საკუთარი ოჯახები მათ მიმართ გაუცხოებას გრძნობენ. უდედოდ გაზრდილი ბავშვები დედებს მარტივად ვერ უშინაურდებიან. აღარც ქმრისთვისაა სასურველი ნაოჭებშეფენილი ცოლი. ასეთ გარემოში ცხოვრებას ბევრი ქალი ისევ უცხოეთისთვის თავის შეფარებას არჩევს...

არიან ისეთებიც, ვინც სამშობლოში საერთოდ არ დაბრუნებულა. დღეს მათ ტრაგიკულ ისტორიებს გიამბობთ...

2020 წლის იანვარში იტალიაში 36 წლის ემიგრანტი ვახო ჯოხაძე გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ემიგრანტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ის მოკლეს.


“მოკლეს ქართველი იტალიაში გორიციას სადეპორტოში. 3 თვე სადეპორტოში იყო ვახო, იხვეწებოდა მე ვიყიდი ბილეთს და წავალო, გასკდა გული გასკდა, გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, ცუდათ ვარო იძახდა მთელი დღე. საელჩო დაგვიდგა გვერდით რაც შეეძლო. ინფორმაციას გვაწოდებდა…”, -წერენ სოციალურ ქსელში.


2019 წელს თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს...

ამავე წელს, ქართველი ემიგრანტი მიშიკო სულაძე ისრაელში მოკლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც სიხარულიძე წერს, გარდაცვლილი ისრაელში მამამ იპოვა. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ემიგრანტი შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ასევე ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. (მამამ ისრაელში მოკლული იპოვა დამატებით დეტალებს მოგაწვდით ოდნავ მოგვიანებით”, – წერს შოთო სიხარულიძე.

2018 წელს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, დედას სამი დღე ვერ უკავშირდებოდა და დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა. მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია.

2018 წელს იტალიის ქალაქ ბარში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს.

2017 წელს საბერძნეთში თესალონიკის “იპოკრატიოს” 38 წლის ბერძენმა ანგიოქირურგმა 36 წლის ქართველი ემიგრანტი, დიანა ბერიძე მოკლა.

მოკლული ქალის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელი პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში.

ქალის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. საქმეზე ბრალდებული ექიმი დააკავეს. სამართალდამცველებმა საქმესთან დაკავშირებით 2 ქალიც დააკავეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით,საბერძნეთის სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 38 წლის ანგიოქირურგი ციხეში გაუშვეს.

2018 წელს საბერძნეთში 22 წლის სოფო წიკლაური მოკლეს.

მას ერთი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.როგორც “2020NEWS” ათენიდან აცნობეს, შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. დეტალები უცნობია

2017 წელს ქართველი ემიგრანტი თურქეთში, ბაირამ ფაშაში მოკლეს.
ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“მისი ძმა მუშაობდა 8 წელი ერთ-ერთ ფაბრიკაში უთოზე და ის ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა რამდენიმე დღე, მისი ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია, მას თავის არეში აქვს დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები, როცა ახლობლები მივიდნენ ამოსაცნობად იქ გაიგეს ეს ამბავიო”, _ წერს სიხარულიძე.


საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით, 2014 – 2018 წლებში, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 1748-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს რომ წლის განმავლობაში, უცხოეთიდან საქართველოში საშუალოდ 437 ადამიანი ჩამოასვენეს