Digest Logo

კაცი, რომელმაც ღმერთი მოკლა, იუბილარია - 4 გაუხმაურებელი ამბავი ნიცშეზე

1602770400
ნიცშეს ისტორიები

„ღმერთი მოკვდა“ - ეს სიტყვები გერმანელ ფილოსოფოსს ფრიდრიხ ვილჰემ ნიცშეს ეკუთვნის.

15 ოქტომბერს მისი დაბადების დღეა. ნიცშე არ მომკვდარა, ცოცხალია - მისი ნაშრომები პოპულარობას დღემდე არ ჰკარგავს. როგორც ჩანს, ნიცშეს სიკვდილის გზაც „ვარდისფერი“ ყოფილა.

„დაიჯესტი“ მოგიყვებათ გაუხმაურებულ ამბებს მის შესახებ.

🔷 მიუხედავად ათეისტური შეხედულებებისა და ამავე ღირებულებების მიხედვით დაწერილი წიგნებისა, ის მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. მამამისი პასტორი იყო.

🔷 ერთხელ, როდესაც ნიცშე ქუჩაში მიდიოდა, დაინახა კაცი, რომელიც ცხენს აწამებდა. მან ცხოველზე ძალადობის ფაქტი ვერ აიტანა და ჩხუბში ჩაერია. გახელებულმა ცხენის პატრონმა, ნიცშეს ჩაარტყა და გონება დააკარგვინა. აზზრზე მოსვლის შემდეგ ნიცშე იგივე პიროვნება აღარ იყო.

🔷 ბავშვობაში, მასზე თავისი და ელისაბედი ძალადობდა, რის გამოც ბავშვობაში ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. როგორც ცნობილია, აწუხებდა „მოზაიკური შიზოფრენია“, რის გამოც ყველა „შეშლილს“ ეძახდა.

🔷 ნიცშესა და თავის ფილოსოფოს მეგობარს, პაულ რეს ერთი და იგივე ქალი, ლუიზა (ლუ) ანდრეას-სალომესა უყვრდათ. ქალმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ კაცსა და ქალს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია და მეგობრებს ერთად ცხოვრება შესთავაზა.

ფრიდრიხსაც და პაულსაც ძალიან უყვარდათ ლუ, მაგრამ ისინი მხოლოდ „მეგობრები“ იყვნენ. თანაცხოვრებისას ლუ მიხვდა, რომ ნიცშეს ძალიან უვარდა და ეჭვიანობდა. ნიცშე მართლაც ეჭვიანობდა ლუსა და თავის მეგობარზე. საბოლოოდ, ფრიდრიხი სახლიდან წავიდა. რე და ლუ კი კვლავ მეგობრობდნენ, სანამ ლუ პლატონური სიყვარულით არ დაქორწინდა.

როგორც ცნობილია, ლუს დაქორწინების შემდეგ საყვარელმა მეგობარმა რემ, დაიფიცა, რომ აღარასდროს ნახავდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. ქორწინებიდან რამდენიმე ხანში ლუმ რეს სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ გაიგო. რაც შეეხება ნიცშეს, მათი ურთიერთობა არ შედგა, თუმცა, ყველამ იცის, რომ ლუიზა სალომე იყო ნიცშეანური ზარატუსტრას პროტოტიპი.

🔷 ცნობილია, რომ ნიცშე სიცოცხლის ბოლო წლებში ვეღარ საუბრობდა. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მისი ბოლო სიტყვები იყო „მაინც მაჯობე, ნაზარეველო!“

სხვათა შორის, იმედგაცრუების ჟამს, რომ გახსენდება, ფრაზა „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ - ამ სიტყვების ავტორი სწორედ ნიცშეა.