21 დეკემბერს, ადამიანების ყურადღება კოსმოსისკენ იყო მიმართული. ზუსტად 19 საათსა და 45 წუთზე ორი დიდი პლანეტა - იუპიტერი და სატურნი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში შეერთდნენ.
ამ, მოვლენას ასტროლოგები, ეზოთერიკოსები და უფოლოგები თავიანთ ენაზე ხსნიდნენ. მათი თქმით, სამყარო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ადამიანებმა უნდა დაივიწყონ, შური, სიბრაზე, ბოღმა და სულიერების უფრო მაღალ საფეხურზე უნდა გადავიდნენ.
რას ნიშნავს სამყაროს განვითარების ახალი ეტაპი? როგორ უნდა გაიაროს ეს გზა ადამიანმა? და როგორ შეცვლის პლანეტების განლაგება ცხოვრებას? ამ კითხვებით „დაიჯესტმა“ უფოლოგ ერეკლე შონიას მიმართა.
- რა ეტაპზე გადავიდა სამყარო 21 დეკემბერს და რა გზას გადის ის?
- სამყარო განვითარების ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე გადავიდა. ახლა, ის ერთ-ერთ უბანს გადის, რაც დედამიწაზე უცნაურად აისახება. ახალი შანსები და საშუალებებია მოსული, მთავრია ადამიანმა გაიაზროს და იმოქმედოს. ახალ ერაში გადასვლის პიკი 2020-2021 წელი იქნება, მტკივნეული ცვლილებები, დაახლოებით, 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება ხოლმე, შემდეგ შედარებით დამშვიდდება პროცესები და უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.
- კონკრეტულად, რა შეიცვლება შემდეგ?
- სამყარო თავის წესებს შემოიტანს. კაცობრიობას მოუწევს კოსმოსის პრინციპებით ცხოვრება, რაც გამოიხატება კეთილგონიერებაში, სათნოებასა და სიმშვიდეში. კოსმოსის ნებაა, რომ ადამიანი ნებისმიერ საქმეს სიყვარულით მიუდგეს და არა აფექტით.
- ამ ყველაფერს როგორ მიაღწევს ადამიანი?
- ისეთი მოვლენები განვითრდება დედამიწაზე, რომ ყველა მოქალაქე თვითონ მიხვდება, რა არის მნიშვნელოვანი და ღირებული. თავისდაუნებურად შეიცვლება ყვალა ადამიანი, გაცილებით უფრო მშვიდი და მიმტევებელი გახდება, ესაა კოსმოსის დაკვეთა და ამას მიიღებს ის. თუმცა, გარკვეული პერიოდი დასჭირდება. რომ ადამიანი „დალაგდეს“ შინაგანად.
- რა მხრივ უნდა შეიცვალოს ადამიანი?
- საჭიროა, ადამიანი შეიცვალოს როგორც ემოციურ, ისე აზრობრივ დონეზე. ახალა აგრესიისა და სიძულვილის ერაა. ადამიანებს თავიანთი საქმეც კი არ უყვართ. მუშაობენ ადგილებში სადაც იძულებით დადიან. არიან განერვულებულები. ბუნებრივია, ეს ემოცია არსად მიდის და ტრიალებს საზოგადოებაში, რაც იწვევს ქაოსს. ამ ეტაპზე ადამიანი თვითგანადგურებისთვის მუშაობს. ეს უნდა გაიაზროს და დასრულდეს. როცა ეს მოხდება, როცა ადამიანი საკუთარ მიკროსამყაროს „დაალაგებს“ შემდეგ მთელი სამყარო დალაგდება. თუმცა ეს - გააზრებისა და მოქმედების პროცესი, საკმაოდ რთული ეტაპი იქნება.
- პირველ რიგში, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ახალ ერაში უმტკივნეულოდ განაგრძოს ცხოვრება?
- ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა და კომუნიკაციის უნარი. ახლა ძალიან ბევრი გაუგებრობაა ურთიერთობებში. ადამიანებს აღარც რწმენა არ გააჩნიათ და არც ნდობა, რაც აზიანებს მათ. უფლის რწმენა და ნდობა ყველა ჩვენგანს გადაგვარჩენს.
- იმისთვის, რომ ადამიანი უფრო მხნედ შეხვდეს, ამ პროცესებს, რაიმე პრაქტიკულ რჩევას ხომ ვერ მისცემდით?
- განსაკუთრებული ძალა აქვს მუსიკას. ქართველები უძველესი დროიდან ჭირშიც და ლხინშიც მიმართავდნენ, ამ თერაპიას. სიმღერასა და გალობას წარმოუდგენელი ძალა აქვს. აი, მრავალჟამირი ხომ იცით, იცით როგორი მუხტი და ენერგიაა მასში? ისე წმენდს გარემოს და ისეთი ენერგია აქვს ამ სიმღერას, რომ ბოლომდე ივსება ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენი გენეტიკური ვიბრაციების გაერთიანებაა. კარგია, თუ ხშირად მოუსმინენ სხვადასხვა მუსიკას, რომელიც მათ ჰარმონიულობის განცდას ანიჭებს. თავი შორს დაიჭირონ პანიკიორი ადამიანებისგან.
შიშს რწმენა დაუპირისპირონ, ღალატს - ნდობა და ერთგულება, სიძულვილს - სიყვარული, სიბრაზეს - სათნოება და სულ ესაა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა გაახარებს ზოდიაქოს ნიშნების გულს 2021 წელს
5 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - ცაგარელის რჩევები
2021 წლის ფენშუის პროგნოზი: 1 თვეში დედამიწის ენერგეტიკა იცვლება