ბევრი კრეატიულობა, კიდევ უფრო ბევრი ფული და სარეკლამო რგოლიც მზადაა. რეკლამა პიარისა და ხალხთან დაახლოების საუკეთესო მეთოდია.
ცხადია, გააჩნია რეკლამასაც.
ამ უკანასკნელის უკვდავ ვერსიად კოკა-კოლის სარეკლამო კამპანიები გამოდგება, რომელსაც 1971 წლიდან ყოველ ახალ წელს ველოდებით.
ჩვენთან კი კრეატიული რეკლამებით ბანკები და დიდი კომპანიები გამოირჩევიან. ამ ყველაფრისგან აქამდე შორს იყვნენ პოლიტიკური პარტიები. ისინი გასულ წლებში ტრადიციულ, მამაპაპურ რეკლამებს გვთავაზობდნენ.
გამოდიოდა პარტიის ლიდერი და თამადასავით სადღეგრძელოებად გვიყვებოდა დაპირებებს.
წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ბოლო 24 საათში სოციალურ ქსელებში ერთმანეთზე უფრო ორიგინალური წინასაარჩევნო ვიდეო-რგოლები გამოჩნდა.
და მაინც, სასაცილო ისაა, რომ საკუთარ ფასიან რეკლამებშიც კი ვერ შეიკავეს თავი კონკურენტების ლანძღვისგან და პარტიებმა რეკლამები საკუთარ თავს კი არა, ერთმანეთს მიუძღვნეს:
ამ ყველაფერში ინოვატორი რომ პოლიტიკური პარტია „გირჩია", მოულოდნელი არ უნდა იყოს. ზურაბ ჯაფარიძემ ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაალაგა თავისი რძე და ყველი... თუმცა წელს ისევ ამოალაგა...