Digest Logo

კოვიდ-19 ჭარბწონიანებისთვის უფრო საშიშია - 4 მიზეზი

1603454686
ჭარბიწონა სიმსუქნე

კოვიდ-19 ჭარბწონიანებისთვის უფრო საშიშია. ამის შესახებ უცხოური გამოცემა „Eatthis,Notthat“ წერს და კლინიკურ მიზეზებს გვიზიარებს:

⚪ პირველადი სტატისტიკა

მეცნიერებმა ჭარბწონიან კოვიდინფიცირებულებზე დაკვირვებით დაასკვნეს, რომ კოვიდ-19 იმაზე ბევრ პრობლემას იწვევს მათ ორგანიზმში, ვიდრე სტანდარტულში.

კვლევებმა აჩვენა, რომ მათ უფრო ხშირად ესაჭიროებოდათ სუნთქვის აპარატზე შეერთება, რადგან რეგულარულად განიცდიდნენ ჟანგბადის ნაკლებობას.

⚪ ხშირად, სიმსუქნე გულის დაავადებებსა და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს

ჭარბწონიანებს, როგორც წესი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. მათ აქვთ ისეთი დაავადებები როგორებიცაა, დიაბეტი და არტერიული წნევა. მეცნიერების აზრით, კი კოვიდ-19-ის მკურნალობა რთულად მიმდინარეობს იმ ადამიანებში, ვისაც თანხმლები დაავადებები აქვთ.

აგრეთვე, ჭარბი წონის მქონე ადამიანების სისხლში დიდია შედედების ტენდენცია.

⚪ სიმსუქნე აზიანებს იმუნურ სისტემას

სიმსუქნე იწვევს სხეულის ქრონიკულ ანთებას, რაც თრგუნავს იმუნურ სისტემას და შესაბამისად, ორგანიზმს ეკარგება ფუნქცია ებრძოლოს არამარტო კოვიდ-19-ს, არამედ სხვა ვირუსებსაც.

⚪ სიმსუქნე აძნელებს სუნთქვას

მუცლის ღრუში ზედმეტი ცხიმი აწვება დიაფრაგმას, ამცირებს ფილტვებში ჰაერის ნაკადს და სუნთქვას ართულებს, მაშინაც კი, როდესაც რესპირატორულ ინფექციას არ ებრძვით. სწორედ ეს პროცესი ართულებს კოვიდ-19-ის მკურნალობას.