კრიმინალის პრინცესა - ასე უწოდეს უცხოური მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილის გვანცა ონიანს.
ტარიელ ონიანის ქალიშვილი 27 წლის გვანცა ონიანი მდიდრულად ცხოვრობს, მისი სილამაზის შესახებ ბევრს წერს მედია.
გვანცა საკმაოდ წარმატებული ცხოვრებით ცხოვრობს. ის ბიზნესმენების ბავშვთა სოციალურ წვეულებებზე, მათ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე ძვირფასი სტუმარია.
გვანცა ცხოვრობს მოსკოვში, მაგრამ ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მუდმივად სტუმრობს მამის სამშობლოს - საქართველოს. გვანცის საყვარელი დასასვენებელი ადგილებია ბერძნული ელიტური კურორტი მიკონოსი, მონაკო და სოჭია.
ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო, 2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.
რუსული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა.
სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდა.
ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.
სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.
სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ ტარილ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
ინფორმაციისთვის, 61 წლის ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე „შავ დელფინში“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა, ის 2019 წლის 9 აპრილს გაათავისუფლეს.