Digest Logo

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს 15 დავალება მისცა და ის ვარსკვლავი გახდა

1627418354
მასწავლებელი

15 პუნქტი ზაფხულისთვის მასწავლებლისაგან, რომელიც ვარსკვლავი გახდა:

1. დილაობით ზღვის სანაპიროზე ისეირნეთ მარტომ, წყალზე მზის ციალს უყურეთ და იმაზე იფიქრეთ, რაც გაბედნიერებთ.

2. ეცადეთ, ახალი სიტყვები გამოიყენოთ, რომლებიც ამ წელს ვისწავლეთ. რაც მეტ ახალ-ახალ სიტყვას გამოიყენებთ საუბრის დროს, მით უფრო საინტერესოდ იფიქრებთ, ხოლო რაც მეტი ფიქრი და აზრი გექნებათ, მით უფრო თავისუფალი იქნებით.

3. იკითხეთ! ბევრი, რამდენსაც შეძლებთ. და არა იმიტომ, რომ ვალდებული ხართ. იკითხეთ იმიტომ, რომ ზაფხული საუკეთესო შთაგონებაა ოცნებებისა და თავგადასავლებისთვის, კითხვა კი – ნამდვილი ფრენა. იკითხეთ, რადგან ეს ბუნტის საუკეთესო ფორმაა (იმის გასაგებად, თუ რა უნდა წაიკითხოთ, მე მომმართეთ).

4. მოერიდეთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის ნეგატივი და სიცარიელის განცდა მოაქვს (ნივთებს, სიტუაციებსა და ადამიანებს). იპოვეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებიც სულიერად გამდიდრებენ, რომელთაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ.

5. თუ ნაღველი ან შიში შემოგაწვათ, ნუ ღელავთ: ზაფხულს, ისევე როგორც ნებისმიერ რამეს ცხოვრებაში, ხანდახან მოაქვს სულიერი ფორიაქი. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ, როგორ გძმობთ თავს (სექტემბერში კი, თუ მოისურვებთ, ჩვენ ამას ერთად წავიკითხავთ).

6. იცეკვეთ და ნუ შეგრცხვებათ. ყველგან, სადაც გინდათ: საცეკვაო მოედანზე, ან თუნდაც თქვენს ოთახში, მარტოკამ. ზაფხული ცეკვაა და სისულელე იქნება, თუ ამაში არ მიიღებთ მონაწილეობას.

7. ერთხელ მაინც შეეგებეთ ალიონს. მდუმარედ იდექით და ღრმად ისუნთქეთ. თვალები დახუჭეთ და მადლიერებას იგრძნობთ.

8. ძალიან აქტიურად დაკავდით სპორტით.

9. თუ ვინმეს შეხდვით, ვინც ძალიან მოგეწონათ, უთხარით მას ეს ისე ლამაზად და დამაჯერებლად, როგორც მოახერხებთ. ნუ შეგეშინდებათ. თუ არაფერი გამოვა, ე.ი. ასე იყო
საჭირო, ხოლო თუ გაგიგებენ და ასევე გიპასუხებენ, მაშინ ამ ზაფხულის დღეებს ერთად გაატარებთ და ეს ოქროს ხანა იქნება (წარუმატებლობის შემთხვევაში დაუბრუნდით მე-8 პუნქტს).

10. წაიკითხეთ ჩვენი გაკვეთილების კონსპექტები: ის, რაც ერთად წავიკითხეთ, შეადარეთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

11. ისეთივე ბედნიერები იყავით, როგორც მზის შუქი და ისეთივე თავისუფალი, როგორც ზღვა.

12. გთხოვთ, შეეშვით ლანძღვა-გინებას. თავაზიანები და კეთილები იყავით.

13. უყურეთ კარგ ფილმებს, ღრმა ემოციური საუბრებით (თუ შეძლებთ, ინგლისურად), იმისთვის, რომ ინგლისურიც გაიღრმავოთ და განცდისა და ოცნების უნარიც გაიღვივოთ. დაე ნუ დასრულდება თქვენთვის ფილმი საფინალე ტიტრებთან ერთად, კიდევ ნახეთ ხელახლა, გაიაზრეთ, იფიქრეთ მასზე.

14. ზაფხული მომაჯადოებელია. დილის ბრჭყვიალა სხივების და ცხელი საღამოების ფონზე იოცნებეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ცხოვრება. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე ჩაიგდოთ ცხოვრების სადავე ხელში, რათა ოცნებისკენ მიმავალ გზას არ აცდეთ.

15. იყავით კარგები.