Digest Logo

„მეუბნება, რომ ვუნდივარ და უნდა, დამეუფლოს... განათხოვარი ვარ, ცოლშვილიანი კაცი კი საყვარლობას მთავაზობს“

1630611467
ქალი

26 წლის გავთხოვდი, 28 წლის ასაკში კი მარტო დავრჩი.

ალბათ ხვდებით, უკიდურესად რომ არ გამჭირვებოდა ქმართან ერთად ცხოვრება, ასე უცებ ოჯახს არ დავანგრევდი. მათ სახლში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჩემი იქიდან წამოსვლა არავისთვის ყოფილა გასაკვირი, პირიქით, მითხრეს, იმან გაგვაოგნა, მათ ოჯახში როგორ შეხვედიო.

დღემდე ძალიან დათრგუნული ვარ. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ ასეთი რამ დამემართა. ისედაც ასეთ მდგომარეობაში ვარ და აღვირახსნილმა მამაკაცებმა სანერვიულო დამიმატეს.

სამსახურში და უბანში ისეთებმა გამოიჩინეს ჩემ მიმართ ყურადღება, მანამდე რომ არც მამჩნევდნენ. მივხვდი, ჩემგან რაც უნდოდათ. ალბათ ფიქრობდნენ, ქმრისგან დამცირებული, მათ მივეწეპებოდი, მაგრამ უცებ ჩამოვიშორე ყველა, მხოლოდ ერთს ვერ შევაგნებინე ვერაფერი.

ის კაცი ასაკით ჩემზე უფროსია და თანაც ცოლშვილიანია. თავხედურად მეუბნება, რომ ჩემი საყვარლობა უნდა. განა იმას ამბობს, რომ ვუყვარვარ, არა, მეუბნება, რომ ვუნდივარ და უნდა, დამეუფლოს. მასზე გული მერევა, ამის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მაინც ვერაფერი შევაგნებინე.

ვერიდები, რომ სკანდალი მოვუწყო, ჩემს სახელს ვუფრთხილდები. შეიძლება ჭორიკანა ხალხმა აქეთ დამადანაშაულოს, რომ მე გამოვიწვიე. მამაჩემმა რომ ეს გაიგოს, შეიძლება სახლიდან აღარ გამიშვას და მუშაობაც ამიკრძალოს. მოკლედ, ბევრი რამის გამო ვარ ჩუმად და თავზე არ ვამხობ ყველაფერს. ისიც ამით სარგებლობს და ძალიან მავიწროვებს.

დავემუქრე, ყველაფერს შენს ცოლს ვეტყვი-მეთქი და სიცილად არ ეყო. თქვა, შენც ახლა გული არ გაუხეთქო, ეგეთი რაღაცები სულ არ აინტერესებს, მას თავისი საქმე აქვსო.

აღარ ვიცი, ეს აბეზარი, აღვირახსნილი კაცი როგორ ჩამოვიშორო. ზოგჯერ მინდა, რაღაც გავუქანო თავში, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ალაპარაკება არ მინდა.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ვის აკითხავს არჩილ თალაკვაძე მოტოციკლით და როგორია პოლიტიკოსის ოჯახური ცხოვრება

🔵დათო კიკალიშვილი ცნობილ ექიმზეა დაქორწინებული - როგორია წყვილის სიყვარულის ისტორია

🔵პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

წყარო: old.digest.ge