ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ბელფასტის თეთრეულის ქარხნის მუშების შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. მან მეგობრებს მოუწოდა, გამოეცნოთ ფოტოზე არსებული უჩვეულო დეტალი.
კომენტარებში დაიწყო დისკუსია... ერთ-ერთმა მომხმარებელმა დააკომენტარა, რომ ქალს მხარზე ვიღაცის ხელი ადევს. როგორც ფოტოზე ხედავთ, ამ მუშის უკან მდგომ პიროვნებას ხელები მკერდზე აქვს გადაჯვარედინებული, რაც უარყოფს ვერსიას, რომ „საკვლევი ხელი“ მისია.
იდულმა დეტალმა მომხმარებლები დააბნია. ზოგი ფიქრობდა, რომ სურათი ზებუნებრივი ძალების არსებობის მტკიცებულება იყო.