Digest Logo

მხედრიონის წლები, ვენაში მცხოვრები შვილი და სხვა უცნობი ამბები თაკო ჩარკვიანზე

1605186826
თაკო ჩარკვიანი და მისი ქმარი

მას შემდეგ, რაც პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანინაზე პოლიტიკურ სცენაზე მოხვდა და ახალი პარტია „კანონი და სამართალი“ დააფუძნა  მისი ცხოვრება საზოგადოებისთვის ბევრად უფრო საინტერესო და ხმაურიანი გახდა.

ჩარკვიანი მძიმე მოვლენების და საჯარო კრიტიკის ეპიცენტრშიც უკვე ბევრჯერ აღმოჩდა.

ჩარკვიანი, პოეტი მამისა და დოქტორი დედის ოჯახში გაიზარდა. მუსიკის სიყვარულს უფროსი ძმისგან, მამუკა ჩარკვიანისგან ეზიარა.

tako-charkvianis-ojakhi_o_h.jpeg

ჩარკვიანის ოჯახი, პოლიტიკისგან შორს არასოდეს ყოფილა, „პოლიტიკამ ჩვენი ოჯახის არცერთ თაობას არ აუარა გვერდი“,- ამბობს ჩარკვიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თაკოს ძმას, მამუკა ჩარკვიანს რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ის სამკურანლოდ საზღვაგარეთ წავიდა, მკურანლობა კი სახელმწიფომ დაფინანსა.

საბედნიეროდ, მამუკას უცხოელმა ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს. რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ, ის რეაბილიტაციის კურსს გადის, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ეტლით სარგებლობს.

თაკო ჩარკვიანი 26 წელია, რაც გათხოვდა და მისი ცხოვრება ჯონი გიგანს დაუკავშირა, რომელიც როგორც თავად ჰყვება, გივი სიხარულიძემ გააცნო და გაცნობიდან ერთ წელში დაქორწინდნენ.

თაკოს და ჯონის ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ვენაში ცხოვრობს.

charkvianis-shvili_o_h.jpeg


ჩარკვიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა:

„საშინლად მახსოვს მხედრიონის წლები, კოშმარივით. ჯონი კოტე მახარაძემ ჩამოიყვანა თბილისში. ეს ის პერიოდი იყო, როცა მართლა ბანდები დაძრწოდნენ ქალაქში. დღისით-მზისით 40 კაცი შეუვარდა ოფისში. ლამის ცემით მოკლეს, კოტე მახარაძეს გული წაუვიდა კაბინეტში. სისხლს ასხამდა ჯონი, მაგრამ არ მოუკლავთ. ბრძანება ასე ჰქონდათ, სცემეთ, დაჩეჩქვეთო, რადგან ხარკს არ უხდიდა. მაინც ვერაფერს გახდნენ. კედელს ახეთქებდნენ, მარჯვენა მხარეს მთლიანად ჰემატომა ჰქონდა. კოტე მახარაძე პარლამენტში შევარდა და ყვიროდა, ჩემი თვალით ვნახე, როგორ შემოცვივდნენ „კულინარიელებიო“, ასე ეძახდნენ მაშინ ამ ჯგუფს, მეორედ ქურდი მიუგზავნეს. ორჯერ გაისროლა იმ კაცმა. ჯონი მის იარაღს წაეპოტინა, წართმევა უნდოდა, ხელი გაუხვრიტა იმ კაცმა. ოპერაცია დასჭირდა, განგრენა ჰქონდა დაწყებული. ფეხმძიმედ ვიყავი მაშინ. ნერვიულობაზე მუცელი მომეშალა. ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მერე შევარდნაძემ ჯაბა დაიჭირა და ეს ფორმირებაც დაიშალა. ექიმი ბოხუა მოკლეს „კულინარიელებმა“. ერთმანეთი დახოცეს. რა იცოდნენ იმათ ვინმეს მხარე?! ყველას ატერორებდნენ. მერე გაჩნდა ირმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები

ქართველი სკანდალური ქალები, რომლებმაც თავი უცხოეთს შეაფარეს

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ