Digest Logo

„ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...“ 19 წლის ახალგაზრდამ 2 პოლიციელი მოკლა... მას ფსიქიატრიულში 4-წლიანი იძულებითი მკურნალობა შეეფარდა - გაუხმაურებელი ამბავი

1628509067
ლენტი

პოლიციის სამმართველოს ინსპექტორი, მაია ჯავახიშვილი, სანადირო თოფით მოკლეს.

მას 19 წლის სანდრო მეტრეველმა ესროლა. შემთხვევა თელავში 2015 წლის 30 დეკემბერს მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სახლში ცხოვრობდა, საკუთარი ეზოდან ჯერ მაია ჯავახიშვილს, მეორე ტყვია კი დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისულ გელა ლამაზოშვილის მისამართით ისროლა.

პოლიციის კაპიტანი სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სანადირო თოფი (მკვლელობის იარაღი) 19 წლის ბიჭის ოჯახში ინახებოდა.

მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, იარაღი მათ სახლში წლები ჰქონდათ და ის ეჭვმიტანილის ბაბუაზე იყო გაფორმებული.

ნათესავებს არ აქვთ ვერსია, რატომ ჩაიდინა მკვლელობა ახალგაზრდამ. ბრალდებულის მამა, გელა მეტრეველი ამბობს, რომ მის შვილს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

„რაღაც ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ექიმთან დადიოდა რეაბილიტაციაზე. პოლიციელების მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონია. გაოგნებულები ვართ ჩვენც. არ ვიცით რა მოხდა. რაც შეეხება იარაღს, ჩემ დიდ ბაბუას ეკუთვნოდა, რელიქვია იყო ჩვენი ოჯახის. შენახული გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს იცოდა, სადაც იყო“, - განაცხადა გელა მეტრეველმა.

თელავის საპატრულო პოლიციის შენობას ცეცხლი სანდრო მეტრეველმა, სავარაუდოდ, საკუთარი სახლის ეზოდან გაუხსნა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა ლამაზოშვილი.

დაჭრილი პატრულის თანამშრომელი მაია ჯავახიშვილი კი თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიებამ მეტრეველი შემთხვევიდან მალევე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით ეჭვმიტანილი ადგილიდან მიმალვის ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ადამიანის მკვლელობისთვის სანდრო მეტრეველს თელავის საქალაქო სასამართლომ ფსიქიატრიულ კლინიკაში 4-წლიანი იძულებითი მკურნალობა შეუფარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„16 წლის დაოჯახდა, დედამთილმა ქმრის ფეთქებადი ხასიათის შესახებ გააფრთხილა... ქმარმა თეონას დანა 15–ჯერ ჩაარტყა“ - გაუხმაურებელი ამბავი

პატრიარქის სიძე, ნაცემი სტიქაროსანი, კავშირი ბაჩო ახალაისთან და ილია II-ს მკვლელობის მცდელობის ბრალდება - სოსო ოხანაშვილის სკანდალები

5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 3-ჯერ ნასამართლევმა ქმარმა მეუღლეს ყელი გამოჭრა - გაუხმაურებელი ამბავი