და თქვენ როდის მიხვდით, რომ გაიზარდეთ? - ეს ის შეკითხვაა, რომელზე პასუხსაც ხშირად ისეთივე შემართებით გავურბივართ, როგორც წლების წინ „მგელს“, დაჭერობანას თამაშის დროს. აი, ეს კი ბავშვობაში ნამდვილად გვაბრუნებს, თუმცა დროებით.
საკუთარი თავი ყველას გამოგვიჭერია ფაქტში, რომ ბავშვები აღარ ვართ, აღარც ლამპიონებს ვითვლით და აღარც კუბიკებს - ქვაფენილზე.
მაშ ასე, ამ ბლოგის სტუმრები არიან ქართველი „დიდები“ და გვპასუხობენ შეკითხვაზე: როდის მიხვდით, რომ გაიზარდეთ?
◻️ 2008 წლის აგისტოში როცა ჩემი მეგობრები ომში წავიდნენ.
◻️ მუშაობა რომ დავიწყე და მივხვდი, მთელი ცხოვრება დილას ადრე უნდა ავდგე.
◻️ ზამთარში თბილად ჩაცმა რომ დავიწყე.
◻️ მანქანაში ფანჯრის ზედა სახელურს რომ ხელით ვეხები, სულ ეგ განცდა მაქვს.
◻️ ნაგვის გადაყრა რომ გამიხარდა.
◻️ ნაძვის ხის მორთვა რომ დამეზარა.
◻️ პირველად რომ ვიტირე იმის გამო, რომ დაბადების დღე მქონდა და დავბერდი.
◻️ სულ რამდენიმე წლის წინ, როცა კაი ხნის დაგვიანებით აღმოვაჩინე, რომ 3-თვიანი საზაფხულო არდადეგები აღარასდროს მექნება.
◻️როცა შვილი გამიჩნდა.
◻️ სტომატოლოგიურში მე რომ გადავიხადე.
◻️ ქრაშებმა გათხოვება რომ დაიწყეს.
◻️ პირველი სექსის კი არა, პირველი ორგაზმის შემდეგ.
◻️ ტანსაცმლის მაღაზიის რიგში ბებომ შვილიშვილს რომ უთხრა, ამ ქალბატონის მერე ვართო... ჩემზე...
◻️ დივანზე რომ ჩამეძინა და ისევ დივანზე გავიღვიძე.
და თქვენ როდის მიხვდით, რომ გაიზარდეთ? გაუზიარეთ ბლოგი მეგობრებს და დაწერეთ თქვენი აღმოჩენის შესახებ.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ: