Digest Logo

რა ღირს შელოცვა, რომლის დახმარებითაც ქმარი სხვასთან არ წავა

1607077566
მია როდსი მკითხავი

რა ჯდება საქართველოში შელოცვა იმისათვის, რომ თქვენი ქმარი, ან საყვარელი ადამიანი სხვასთან არ წავიდეს, ამის შესახებ მია როდსი საუბრობს, რომელიც თავის თავს „ვეძმასაც“ უწოდებს, ერთ-ერთი ცნობილი მაგია და ის კონკრეტულ მიმრთულებაზე მუშაობს – ნეკრომაგიითაა დაკავებული.

ნეკრომაგია ნიშნავს სასაფლაოზე, მიცვალებულების სულების დახმარებით ჩატარებულ რიტუალებს, რომლის შედეგადაც ადამიანები იკურნებიან, იბრუნებენ დაკარგულ ახლობლებს და ასევე, კარგავენ კიდეც მათ.

„სასაფლაოზე ტარდება დამსჯელი რიტუალებიც, როცა გინდა, რომ ადამიანს აზღვევინო იმისთვის, რაც დაგიშავა და სასიყვარულო მაგიაც“ – ამბობს მია როდსი.

როგორ ხდება ჯადოს გაკეთბა და რას უშვება ის ადამიანს?

ადამიანს ვერ აიძულებ, ვერ დააძალებ, რომ ვინმე უყვარდეს. თუ ჯადოს ძალით წაიყვანეს ოჯახიდან, დააშორეს მეუღლესა და შვილებს, ხდება მისი გაწმენდა. ჯადო არის ძალიან ძლიერი ენერგო დარტყმა ადამიანისთვის, რომელიც შესაძლოა, სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. ადამიანი ამ დროს ხდება მარიონეტივით და რასაც გინდა, იმას უზამ და იმას გააკეთებინებ. ხდება ზომბივით და ვინც ამ მაგიურ დარტყმას უკეთებს, იმის გავლენის ქვეშ ექცევა. ავიწყდება დედა, ოჯახი, სძულდება ცოლი და შვილები. ამას რომ მოუხსნი, ადამიანი უბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს, მშვიდდება და ბრუნდება ოჯახში. ენერგო ინფორმაციულ დარტყმას თუ არ მოუხსნი ადამიანს, მისი საქმე დამთავრებულია, ის იქნება როგორც ზომბი მარიონეტი. ამ ენერგო დარტყმის მოხსნას სჭირდება ჯოჯოხეთური შრომა.

ვინ მოგმართთავთ ხოლმე, ჯადოს გასაკეთებლად?

მომმართავენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, იმის სურვილით, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდეთ. თუმცა, ძნელია, ადამიანი დაავალდებულო, რომ ვინმე უყვარდეს. თუ ადამიანს ოდნავ მაინც აქვს გრძნობები მეორე ადამიანის მიმართ, დავეხმარები, რომ მათი ენერგეტიკული ველები გადაიკვეთოს და ისინი ერთად იყვნენ.

რაც შეეხება ფასს, ეს კონფიდენციალურია და დამოკიდებიულია იმაზე, რა უნდა კლიენტს და რა სჭირდება ამ რიტუალს. მაგია არის ისეთი რამ, რასაც ფასი არა აქვს. ეს არის არაადამიანური შრომა, რადგან ყინვასა და უამინდობაში მიდიხარ სასაფლაოზე, რიტუალის ჩასატარებლად ან და გვალვაში მიდიხარ სამმეტრიან გველებში. ყოველი რიტუალის ჩატარებისას სიკვდილზე მიდიხარ. ასევე ძვირი ჯდება ის მასალები, რაც რიტუალის ჩატარებას სჭირდება.

საკმაოიდ ბევრი ადამიანია მსურველი, ვისაც სასიყვარულო მაგია უნდა. მამაკაცებს ცოლების დაბრუნება უნდათ ხოლმე. როცა ქალი სხვასთან მიდის, თავმოყვარეობაშელახული მამაკაცი მოდის და მთხოვს, რომ დავუბრუნო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ აქვთ ამის სურვილი. ან შურისძიების მიზნით უნდათ ან და უბრალოდ, პრინციპის საკითხია.

რა არის საჭირო რიტუალის ჩასატარებლად?

რიტუალის ჩასატარებლად დამკვეთისგან საჭიროა მხოლოდ იმ ადამიანის სახელი და ფოტო, ვისზეც რიტუალი უნდა ჩატარდეს.

ვინმე თუ მეტყვის, რომ მისი საყვარელი ადამიანი სხვასთანაა და უნდა დავაშორო, ჯერ ჩავატრებ დიაგნოსტიკას და თუ მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, ვურჩევ, რომ დაანებოს თავი, რადგან არაფერი გამოვა ამ საქმიდან. შესაძლოა, ცოტა ხნით ეს ადამიანი მასთან მივიდეს, მაგრამ მერე მაინც გაიქცევა და ვინც უყვარს, იმასთან წავა.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ

ქართველი ემოები, საფლავებს შეურაცხყოფენ! ჯერ სად ხართ, აწი ნახეთ

რა არის თვალის ცემა და როგორ გავთავისუფლდეთ ავი თვალისგან?

როგორ ჩავიძინოთ 2 წუთში - მეთოდი, რომელსაც აშშ-ს არმიაში იყენებენ

გათხოვილი ქალების ნაწილს ორგაზმი არასდროს განუცდია - რჩევები გინეკოლოგისგან აქტუალურ პრობლემებზე

წყარო: www.itar.ge