რუსული მედია ქართველ „კანონიერ ქურდებს“ იხსენებს. მედიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების კრიმინალური ავტორიტეტებიდან ყველაზე „მანათობლები“ ქართველი ქურდები იყვნენ. მათგან ხაზგასმითაა აღნიშნული კრიმინალურ წრეებში ყველაზე პატივსაცემი ავტორიტეტი, მეტსახელად „ძედ ხასანი“, 2013 მოკლული „ძედ ხასანი“ „კანონიერი ქურდების“ წრეებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით სერიოზულ ავტორიტეტს წარმოადგენდა.
როგორც რუსული მედია წერს, 90-იან წლებში საქართველოში „კანონიერი ქურდები“ დიდი სახელით და გავლენით სარგებლობდნენ, მათ შორის სამაგალითოდ კი ჟურნალისტი ჯაბა იოსელიანს ასახელებს, რომელმაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. რუსული მედიის განცხადებით, 2004 წლიდან „ქურდებს“ საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებამ, რის გამოც მათი ნაწილი პატიმრობაში აღმოჩნდა, ნაწილს კი ქვეყნის დატოვება მოუხდათ.
გთავაზობთ ფოტოებს, გარდაცვლილ „კანონიერ ქურდების“ საფლავების, რომელბიც პომპეზურობით გამოირჩევა.
გარდაცვლილის მონუმენტია აღმართული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ნიკოლოზ თუთბერიძის მეტსახელად „მაცის“ საფლავზე. თუთბერიძე მშობლიურ ქუთაისში, „ავანგარდის“ უბნის სასაფლაოზეა დაკრძალული. „კანონიერი ქურდი“ 2003 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.
ფოტოზე ხელმარცხნივ გამოსახულია „კანონიერი ქურდის“ ვახტანგ (ვახო) ხატისკაცის, საფლავი ქალაქ ქუთაისში,„საფიჩხიის“ სასაფლაოზე. ვახტანგი 2008 წელს გულის შეტევით გარდაცვალა. ის დაკრძალულია მისი ძმის, თემურის გვერდით. ფოტოზე გამოსახული მეორე საფლავი, ხელმარჯვნივ, კრიმინალური ავტორიტეტის ძმას ეკუთვნის. მისი ძმა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. საფლავის ქვის წინ შესამჩნევია სახასიათო ვარსკვლავი.
კრიმინალური ავტორიტეტის ბაგრატ უგულავას, მეტსახელად „ბათუს“ საფლავი, ქუთაისში, „საფიჩხიაზე“. ბაგრატი 1996 წელს ამსტერდამში მოკლეს.
ბიუსტი გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ ავთანდილ ჩიხლაძის, მეტსახელად „კვეჟოს“ საფლავზე. საფლავი ქუთაისში მდებარეობს. „კვეჟო“ 1994 წელს მოსკოვში, საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს.
ფოტოზე ასახულია „კანონიერი ქურდის“ რევაზ ციციშვილის, მეტსახელად „ციცქას“ საფლავი. საფლავი ქუთაისში „ოგასკურას“ სასაფლაოზე მდებარეობს. ციციშვილი 2001 წელს გულის უკმარისობით, ხაბაროვსკში დაიღუპა.[