Digest Logo

საბოლოოდ, ჯორჯ კლუნმა აღიარა, რომ 14 მეგობარს 14 მლნ დოლარით სავსე ჩემოდნები აჩუქა

1605953782
ჯორჯ კლუნი - ა, კაცი, ძმაო

ლეგენდის თანახმად, 2013 წლის 27 სექტემბერს მსახიობმა ჯორჯ კლუნმა „საძმო“ შეკრიბა“და ნასადილევს ჩემოდნები ჩამოურიგა.  ბიჭებმა და ერთმა გოგომ ჩემოდნები გახსნეს, მაგრამ არ სჯეროდათ ნამდვილად გახსნეს, თუ ის რასაც ხედავდნენ, ალკოჰოლის გავლენა იყო. 

კლუნმა ჩვეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით უთხრა, რომ თითო ჩემოდანი 1 მილიონი ამერიკული დოლარით იყო სავსე, ეს იყო საჩუქარი მეგობრებისთვის იმ დიდი შემოსავლიდან, რაც ფილმმა „გრავიტაციამ“ მოუტანა. მსახიობმა ამ ფილმით 70 მლნ აშშ. დოლარი გამოიმუშავა.

კლუნი თავისუფალ დროს მათთან ატარებდა, დადიოდნენ იტალიაში, თამაშობდნენ პოკერს...

„ჩვენ ოჯახი შევქმენით“, - ამბობს მსახიობი.

ამ ამბავზე წლების განმავლობაში არავინ საუბრობდა. მხოლოდ ახლა, რამდენიმე დღის წინ ჯორჯმა დაადასტურა, რომ ლეგენდა მეგობრებისთვის 14 მლნ. დოლარის ჩუქების შესახებ, სინამდვილეა.

ჟურნალ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს:

„მე მარტოხელა ბიჭი ვიყავი, 52 წლის. ჩემი მეგობრების უმეტესობა ჩემზე უფროსია.

ვიფიქრე, რაც მაქვს, ის რაც ფილმმა „გრავიტაციამ“ მომიტანა, ამათი დამსახურებაა. მათ დივანზე მეძინა, როცა გულგატეხილი ვიყავი. როცა ისე ცუდად ვიყავი, რომ მინდოდა ავტობუსი დამჯახებოდა, ისინი ჩემ გვერდით იყვნენ.

ნაღდი ფულის გამოტანისას წარმოუდგენლად ვნერვიულობდი, დაცვასთან ერთად ვიყავი. მან ფული თავის სახლში მიიტანა, ფლორისტის ფურგონით“, - იხსენებს კლუნი