ისტორია დედაზე, რომელიც „ყველაზე მახინჯი ქალის ტიტულს“ შვილების გამო იტანდა და დაავადება, რომელმაც აქამდე მიიყვანა.
„მოსიყვარულე დედა შვილების გამო ყველაფერზე მიდის. მერი ენ ვებსტერი მათ რიცხვს მიეკუთვნება. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა: რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გამოეკვება შვილები. მას წინ ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა ელოდა მაყურებლების მხრიდან, ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალი იყო - ასეთი წოდება მიანიჭეს. მიუხედავად გარეგნობისა, ის თავისი დროის გმირი გახდა. 29 წლის ასაკში გათხოვდა ტომას ბევანზე და გააჩინა 4 შვილი. მალე მერის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: დაეწყო შაკიკი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ექიმები ვერ იგებდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე. ოჯახს დიდი ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ ის ვერ აქცევდა საკუთარ თავს სათანადო ყურადღებას, დღე და ღამე შრომაში იყო.
თანდათან გაუძლიერდა სიმპტომები: დაუგრძელდა სახე, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ხელები გაუუხეშდა და ქალური ფორმები თანდათან გაუქრა. ულამაზესი მისის ბევანისგან აღარაფერი დარჩა.
დაავადება, რომელიც მერის ჰქონდა, მედიცინაში აკრომეგალიის სახელითაა ცნობილი. დღეს ამ დაავადებას წარმატებით მკურნალობენ. მაგრამ მაშინ ამ დაავადების მკურნალობაზე ინფორმაცია არ არსებობდა.
მისტერ ბევანი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა და აზრადაც არ მოსვლია მერის მიტოვება.
ქორწინების 11 წლის თავზე მისის ბევანი დაქვრივდა და დარჩა 4 შვილით მარტოდმარტო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მერი ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა, რათა შვილები გამოეკვება.
კარგ სამსახურში არ იღებდნენ გარეგნობის გამო. ქუჩაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, დასცინოდნენ. გარეთ მისი ყოველი გასვლა დიდ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა უკან-უკან მიდიოდა.
სწორედ მაშინ გაიგო ინგლისში „ყველაზე მახინჯი ქალის“ კონკურსის შესახებ. მისის ბევანმა გადაწყვიტა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება.
მთავარი პრიზი სოლიდური თანხა იყო. მერიმ მოიგო კონკურსში, მაგრამ პრესაში გამოჩნდა ერთმანეთზე საშინელი სტატიები, რომელთა კითხვა დიდ ტრავმას ანიჭებდა მას. მერიმ მაინც შეუძლებელი შეძლო და თავისი ტრაგედია და უბედურება სტაბილურ შემოსავლად აქცია.
მერი გარდაიცვალა 1933 წელს, 59 წლის ასაკში.
შვილებს ანდერძად დაუტოვა დაესაფლავებინათ ინგლისში, მშობლიურ მიწაზე.
რთული ცხოვრება გაიარა მოსიყვარულე დედამ, რომელიც არ გატყდა „მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის“ ტიტულის ტარებით.
მას არ ჰქონდა არჩევანის საშუალება. ეს კი ერთადერთი შანსი იყო საკუთარი თავისა და შვილების გადარჩენისა. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ეს დაავადება რომ არ შეჰყროდა. ასეთ შემთხვევაში მასზე არაფერი გვეცოდინებოდა“,- ვკითხულობთ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში.