წლების წინ ფსიქოლოგი ეკა სულაბერიძე საზოგადოებამ „ჟურნალ ფენომენით“ გაიცნო. მოგვიანებით გადაცემა „მეშვიდე გრძნობის“ მონაწილეც გახლდათ.
განსაკუთრებული უნარი, წინასწარ განჭვრიტოს ადამიანის ბედი, ეკას მისთვის სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებასა და სწორი გზის ჩვენებაში ეხმარება. ის 26 წელიწადია ამ საქმითაა დაკავებული და როგორც ამბობს, მთავარი ძალა სანთლებით ლოცვაშია:
ჩემი ხედვები გონებიდან მოდის. ვიყენებ სანთლებსაც. 26 წელიწადია უამრავ ადამიანს ვმასპინძლობ და ვეხმარები. ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება რამდენიმე თვის წინ ჩემთან ძალიან შეშინებული მოვიდა. დავამშვიდე და ვუთხარი, რომ დიაგნოზი,
რომელიც დაუსვეს, არასწორი იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რამდენადაც ექიმებმა შეაფასეს. მოგვიანებით მედიკოსებმაც იგივე დასკვნა გამოიტანეს და პაციენტს აღარც საზღვარგარეთ დასჭირდა წასვლა და აღარც ისეთი მკურნალობა, რაც მანამდე დაუნიშნეს.
ყველაზე ხშირად რა პრობლემებით გაკითხავენ?
ოჯახის დანგრევის შიშით, კარიერული ჩავარდნებით და მსგავსი პრობლემებით ხშირად მოდიან. ვმასპინძლობ პოლიტიკოსებსაც. წლების წინ, სანამ ბიძინა პოლიტიკაში მოვიდოდა, მისი ახალგაზრდობის ფოტო მომიტანეს და ვუთხარი, რომ ქვეყნის მმართველი გახდებოდა. ახლა გეტყვით, რომ თუ არ გადადგა, კარგს ვერაფერს ვხედავ.
რამდენად დიდი ძალა აქვს ჯადოს და თუ არსებობს „კეთილი ჯადო“?
- კეთილი ჯადო არ არსებობს. კეთილი არსებობს მხოლოდ სიზმარი, რომელსაც უნიკალურად ვხსნი. სიზმარში უფალი გაჩვენებს, თუ რა გელოდება.
ჯადოს კი იმდენად უარყოფითი და დიდი ძალა აქვს, შეიძლება წინაპრისგან გადმოსული ჯადო შვილთაშვილზე გადავიდეს, თუ არ მოიხსნა და აუცილებლად კურთხევა უნდა გაკეთდეს.
როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მოჯადოებულია და როგორ გათავისუფლდეს მისგან?
კარიერაში წინსვლა არ აქვს, სიყვარულში არ უმართლებს... გამოსავალი ლოცვაშია, მას დიდი ძალა აქვს. ხომ არის შემთხვევები, ახალგაზრდები 5-6 წელი ერთმანეთზე შეყვარებულები არიან, მაგრამ ოჯახი არ იქმნება. ესეც ერთგვარი ბედის ჩაკეტვაა და მისგან გათავისუფლება სანთლებთან ერთად ლოცვით შეიძლება. ჩემს პრაქტიკაში არაერთი მსგავსი შემთხვევა მქონია. არსებობს ნაძალადევი, ცალმხრივი სიყვარული, რომელიც კარგად არასდროს
მთავრდება.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს საბედოს დასიზმრება მარილიანი კვერებით და დანახვა ჭიქაში ჩახედვით?
- სიმართლეა, თუ გააკეთებ სწორად. მე ჩავიხედე ჭიქაში და სამხედრო პირის ზურგი დავინახე. სახეზე არ ჩანდა, მაგრამ როცა შევხვდი, ვიცანი და ახლა ის ჩემი მეუღლეა.
ბედისწერა არსებობს?
- თუ ბედი არ არის, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ეს საქმე. დაშორებული წყვილის შერიგებაც შემიძლია, მაგრამ თუ ეს გოგო და ბიჭი ერთი ბედის არ არიან, ვეტყვი, რომ ერთად ვერ იქნებიან, რადგან საბოლოოდ, ასეთი ოჯახი მაინც დაინგრევა.
გარდაცვლილების სულებთან თუ გაქვთ კავშირი?
- არა. სულების შეწუხება არასწორად მიმაჩნია. ერთი კია, როცა გარდაცვლილი ადამიანი ვინმეზე ლოცულობს, ეს იგრძნობა. მე თვითონ 4-დღიანი კლინიკური სიკვდილი მქონდა.
რა ნახეთ?
- სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. სამოთხეში მწვანე მოლი, სუფრები ვნახე, მაგრამ სახლები არ მინახავს. ჯოჯოხეთში ასამართლებდნენ ქალს და ცდილობდნენ, მისი გაკეთებული სიკეთე ეპოვათ. ეკითხებოდნენ, ნუთუ არაფერი არ გაგიციაო, "მწვანილი მაინც გადაგეჭრაო". მე წვერებიან კაცს ხელჩაკიდებული დავყავდი გვირაბებში. ბოლოს ერთ ტრიალ მინდორზე გამიყვანა, სადაც უამრავი გარდაცვლილი ვნახე. იყო ჩემი ყველა ნაცნობი, გარდა სიძისა, რომელიც როსტოვში გარდაიცვალა და დღემდე ვამბობ, რომ ჩამოვასვენოთ. როგორც ჩანს, მისი სული იქითაა. ბოლოს ერთი ბებია მოვიდა, რომელსაც ჩემმა თანამგზავრმა უთხრა, რომ ჩემთვის ადგილს ვერ პოულობდა. მოხუცმა ქალმა კი თქვა, ჯერ ნაადრევია მისი აქ დატოვებაო და გამომიშვეს.ს
სახლის სულებზე რას გვეტყვით?
- არ არსებობენ. ეს მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია.