გრიგოლ რობაქიძემ გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დრამა „ლამარა“ დაწერა, რომელიც სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრში დადგა.
თბილისში, წარმოდგენა განსაკუთრებული ტრიუმფით მიმდინარეობდა. სწორედ ამწარმოდგენით, თეატრი მოსკოვში გასტროლებზე იქნა მიწვეული.
„ლამარას“ დიდმა წარმატებამ და მის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა თვით სტალინის ყურამდეც მიაღწია, სპექტაკლის წარმატებამ სტალინი დააინტერესა და გადაწყვიტა, რომ წარმოდგენა ენახა.
დათქმულ დროსა და დღეს თეატრმა წარმოდგენის ჩვენება დაიწყო, მაგრამ სტალინი იგვიანებდა. პირველი მოქმედება რომ დამთავრდა, თეატრში სტალინი გამოჩნდა. მან თეატრის ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა, რომ გადაუდებელი საქმეების გამო დააგვიანა. მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ გაეგრძელებინათ სპექტაკლი, სანდრო ახმეტელმა აღადგენინა დეკორაციები და წარმოდგენა თავიდან დაიწყეს.
დამთავრდა სპექტაკლი და მაყურებლებით გაჭედილი დარბაზი მხურვალე აპლოდისმენტებით ულოცავდა დიდ წარმატებას რეჟისორსა და მსახიობებს.
სპექტაკლის დასასრულს სტალინი სცენასთან მივიდა, ყველა ხელოვანს მიულოცა და რუსთაველის თეატრის ევროპაში საგასტროლოდ გამგზავრების შესახებ გამოთქვა სურვილი.
სტალინმა თავისი აზრი გამოთქვა, რომ სანამ თეატრი გასტროლებზე წავიდოდა, ობდა მანამდე დრამის ავტორი გასცნობოდა ევროპას. მას უნებლიედ გამორჩა, რომ გრიგოლ რობაქიძე ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას, კარგად იცნობდა, რადგან განათლება მან სწორედ გერმანიაში მიიღო.
ასე იყო თუ ისე, 1931 წელს გრიგოლ რობაქიძე თავის მეუღლესთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც იგი 1945 წლის აპრილის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი გამგზავრება გერმანიაში აბელ ენუქიძის ჩარევის შედეგად მოხდა...
1933 წლისთვის გერმანიაში ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა გრიგოლ რობაქიძის სამი წიგნი: „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“, „მზით გაცისკროვნებული მუსოლინი“ და „ჩაკლული სული“. თუ პირველ ორ წიგნში, ფაშიზმის მოციქულები – ადოლფ ჰიტლერი („ფიურერი“) და ბენიტო მუსოლინი („დუჩე“) განდიდებული, გაღმერთებული და ცამდე არიან აყვანილნი, მესამე წიგნში ძალზე უარყოფითად, დაკნინებულად და ზიზღით არის დახასიათებული იოსებ სტალინი.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პირველი ორი წიგნი, თვით ადოლფ ჰიტლერის განკარგულებით, იმჟამინდელი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) პარტიის ყველა წევრისთვის სავალდებულო სამაგიდო წიგნად გამოაცხადეს, ხოლო ჩვენთან, დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ჰქონდა დადებული და „ჩაკლული სულის“ წაკითხვა, გასაგები მიზეზების გამო, აკრძალული იყო.
გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლულ სულში“ არის თავი, რომელიც მთლიანად სტალინს ეხება და ეწოდება „სტალინის ჰოროსკოპი“, სადაც მას სტალინის დახასიათებისთვის რამდენიმე „შედევრი“ აქვს მოყვანილი.
აი, ისიც: „ლენინმა განსაკუთრებული სახელი უწოდა სტალინს – „ლეგენდარული ქართველი“. ლეგენდარული ჭარბად იყო სტალინში, ოღონდ ქართული – მეჩხერად. საქართველოში სტალინის ხასიათის თავისებურებას მისი წარმომავლობით ხსნიდნენ: მამამისი ოსი იყო“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები
გარყვნილი ქართველი მეფეები - ისტორიები, რასაც სკოლაში არ გასწავლიან