Digest Logo

„თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა... შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. გამაუპატიურა დაუნდობლად... ვერაფერი ვთქვი - შემეშინდა“- 15 წლის გოგოს ისტორია

1637243746
ძალადობა ქალზე

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელზეც ძმის მეგობარმა იძალადა.

„ 16 წლის ვარ და საკუთარი თავი მეზიზღება.

ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. მე ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც გოგოები არ არიან და სულ ჩემი ძმის მეგობრებთან ერთად ვიყავი და მათ მეგობრებად ვთვლიდი. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის ვიყავი მაინც არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ სულ ბიჭებთან ერთად ვიყავი და გოგო მეგობარი არ მყავდა.

ერთ დღეს, ჩემი ძმა უცხო ბიჭთან ერთად მოვიდა ჩემთან, მითხრა, რომ ეს მისი ახალი მეგობარი იყო და ჩვენც მალე დავმეგობრდებოდით, რადგან ძალიან კარგი ბიჭი იყო.

მეორე დღეს მეგობრობა გამომიგზავნა და მეც დავიმატე. პირველი რაც მომწერა, ის იყო, რომ შეყვარებული მყავდა თუ არა, ბიჭისთვის ნაკოცნი მქონდა თუ არა და ასე შემდეგ. სულ უხერხულ სიტუაციაში მაგდებდა და ამიტომაც მათთან ერთად აღარ დავდიოდი, რამაც ძალიან გააბრაზა და კატეგორიულად მოითხოვდა ჩემს წამოსვლას. მე მეგონა მოვწონდი, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებდა, როგორც იქცეოდა, მაგრამ მომერიდა ჩემი ძმის და არაფერი ვუთხარი.

ერთ დღეს ჩემი ძმა ჩხუბზე წაიყვანეს და რადგან ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ, სწორედ მასთან დამტოვა.

თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა. არ მესიამოვნა და გადავჯექი. ძალიან გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო, არაფერი არ მოგწონს და უგულოდ მექცევიო. შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. ხელი ვკარი და უკვე გაქცევას ვაპირებდი, რომ ხელი მტაცა, პირზე ხელი ამაფარა და საძინებელში შემათრია.

ვეწინააღმდეგებოდი როგორც შემეძლო, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო და ხელებს მიკავებდა...

გამაუპატიურა დაუნდობლად... ვერაფერი ვთქვი - შემეშინდა... ახლა კი უკვე გვიანია...

იმ ადამიანის დანახვა ყოველდღე მიწევს და როცა ვუყურებ, გული მერევა... ღმერთო, ნეტავ დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს - ყველაფერს ვიტყოდი... არ დამალო“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემმა მამინაცვალმა თავის აღსაგზნებად პორნოები საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩართო... საცვლით გამომეცხადა. ხელების შემოხვევა და სხეულით მოკვრა დამიწყო...“ - 15 წლის გოგოს ისტორია

🔵„დღეიდან ვიწყებ უვადო შიმშილობას... მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის დასჯა, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სიმკაცრით“ - მანჩო იოსელიანი

🔵„წააქცია და თავში ჩაავლო კბილები, ფაქტობრივად კლავდა... სხვა გზა არ იყო, ავიღე დანა და ჩავარტყი ძაღლს“ - თბილისში ძაღლმა ბავშვები დაგლიჯა

🔵„ეგოისტურად მოვიქეცი, დედას მეორედ გათხოვების უფლება რომ არ მივეცი“ - რატომ გადააფიქრებინა ნუცა ბუზალაძემ დედას გათხოვება