თბილისის ერთ-ერთ უბანში ქუჩაში მოსიარულე ძაღლმა მცირეწლოვნები დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ირკვევა, ბავშვებს დაზიანებები სახისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული.
„შემთხვევით გავიარე, დავინახე გაჩერებული მანქანა, რომლიდანაც გადმოსული კაცი ცდილობდა ძაღლის მოგერიებას. იქვე იყო ვისოლის ორი თანამშრომელიც. გავაჩერე მანქანა და ვცადე დახმარება. ძაღლი არავის ეპუებოდა. სხვა გზა არ იყო, ავიღე დანა და ჩავარტყი ძაღლს. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა გაგიჩნდებათ, მომწერეთ პირადში. იქ არც ადამიანი დამიშლის რამეს და არც სხვა რამ შემაკავებს ერთი-ორი ტკბილი სიტყვა რომ გითხრათ. აქვე ვდებ იმ ბავშვის ფოტოებს. სახელი და გვარი არ მიკითხავს. გახოკიძეზე ცხოვრობს. თუ დაინტერესდებით, იპოვით“,- წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.„ეს არის ბავშვის ფოტო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაგლიჯა ძაღლმა სამხედრო ქალაქში. მანამდე და მას შემდეგაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ძაღლმა დაკბინა ბავშვები და უფროსებიც. ბავშვებს ვერ ვუშვებთ მარტოებს სკოლაში და თვითონაც გვეშინია უფროსებს ფეხით გავლა. მთელ სამხედრო ქალაქში ჯგროდ დადიან ძაღლები და უმიზეზოდ ესხმიან თავს გამვლელებს. ძალიან გთხოვთ, ვისაც ეხება ყველას, მოგვაქციოთ ამ მხრივ ყურადღება და გააკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა. ვიცი რომ დარეკილია შესაბამის სამსახურებში, მაგრამ პრობლემა ისევ მოსაგვარებელია“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.„ვინ იქნება შემდეგი?" - ეს ის შედეგია ამ ძაღლებს პატრონი რომ არ ჰყავთ. ჩემი მეგობრის ბავშვს გუშინ ბუჩქებიდან გამოუხტა მოულოდნელად ძაღლი. კიდევ კარგი ახლდა ბავშვს ვიღაც, თორემ სულ დაგლიჯავდა. 2 აცრა, 5 ნაკერი დაადეს. 5 აცრა კიდე უნდა გაუკეთონ. ძლივს მოიშორეს ძაღლი. ვინ არის პასუხისმგებელი არ შეიძლება საჩივარი ან რამე რომ დავწეროთ, ან რა უნდა მოვიმოქმედოთ რომ მიხედონ ძაღლებს, არავინ არ იცით? ძალიან მეშინია ამ ძაღლების.„პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ იმდენი უარყოფითი პოსტი შემხვდა ამ ჯგუფში მიუსაფარ ძაღლებზე, რომ გადავწყვიტე ჩემი აზრი დავაფიქსირო აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ადამიანის (მით უფრო მცირეწლოვანი ბავშვის) უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაუგებ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ამ, ისედაც მრავალგზის ნატანჯი ცხოველების განადგურებას.
112-მა შეიძლება წაიყვანოს ძაღლი, მაგრამ ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება, აქედან წაიყვანენ და სხვას ჩამოგვისვამენ, რადგან ეს პრობლემა მასშტაბურია, მთელი საქართველო სავსეა არა ადამიანების მიერ ქუჩაში დატოვებული ძაღლებით თუ კატებით. არც სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე, არც ჩვენ გვინდა შევიტანოთ ჩვენი ადამიანური წვლილი მათ გადარჩენაში.
გამოსავალი არის შემდეგი, სტერილიზაცია/კასტრაცია, რადგან მრავლდებიან და კიდევ და კიდევ იმატებს მათი რაოდენობა. არის უფასო პროგრამები მიუსაფარი ცხოველებისთვის. ამას სჭირდება ორგანიზება. აგრესიულები არიან რადგან შიათ!
მე ვერავის მოვუწოდებ - „საჭმელი იყიდეთ და გამოკვებეთ ძაღლები -მეთქი“, მაგრამ საჭმლის ნარჩენებს თუ ცალკე შეაგროვებთ, ერთხელ მაინც თუ მიაწოდებთ ლუკმას მათ, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერნი იქნებიან, მერწმუნეთ“, - წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
ასევე დაგაინტერესებთ👇