Digest Logo

თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული ქართველი ქალები

1617912600
გმირი ქალები

„თავისუფლება რომ ლომთა“ ხვედრია ყველამ კარგად იცის, თუმცა ამ თავისუფლების მოპოვებასა და ლომობას დიდი გამბედაობა სჭირდება.

თავისუფლება ლიტონი სიტყვები არაა, რასაც სადღეგრძელოებში ვამბობთ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით თავს ვიწონებთ. ეს დიდი გმირობაა და გმირებად ადამიანები იბადებიან.

საქართველოს ისტორიის ფურცლებს ბევრი ასეთი გმირი ახსოვს, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის თავს სწირავს.

გმირებზე ვინ გახსენდებათ? - არ მითხრათ რომ მხოლოდ მამაკცები, რადგან ახლა მოგიყვებით ქალების შესახებ, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანეს და სამშობლოსთვის თავი გასწირეს.

⚪ ეკა ბეჟანიშვილი

გმირობას ასაკი არ აქვს და ეს 15 წლის ეკა ბეჟანიშვილმა დაგვიმტკიცა. ის 1989 წლის 9 აპრილს ქვეყნის მთავარ მოედანზე, რუსთაველზე იდგა, პარლამენტის წინ და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

⚪ ნათია ბაშალეიშვილი

16 წლის გოგოს, მოსწავლეს საიდან უნდა შეგწევდეს უნარი იმისა, რომ სამშობლოსთვის თავი გასწირო. ასეთად უნდა დაიბადო. ის 9 აპრილის გმირია.

⚪ გულიკო ჩხაიძე

უშიშარი ადამიანი არ არსებობს, შიში უნდა დაითრგუნოს. გულიკო ჩხეიძე 1992 წლის თებერვლის აქციის მონაწილე და გმირი ქალია, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და იმდროინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გამო იბრძოდა. აქციაზე მყოფი აანალიზებდა, რომ სახლში ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა და თავს „ვეფხისტყაოსნის“ სიტყვებით იმხნევებდა: „ცდების და ცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“. ეს ქალბატონი ნამდვილად ჩვენი დროის გმირია და დღემდე რთულად იხსენებს ამ აქციების პერიოდს.

⚪ მარო მაყაშვილი

1921 წელს, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა და ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ საბჭოთა ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, 19 წლის სტუდენტი მარიამი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა.

ორ დღეში ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველ იუნკერებთან ერთად, მარო მაყაშვილი თბილისში, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

⚪ კატო მიქელაძე

კატო პროფესიით ჟურნალისტი გახლდათ. განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო.

მისი ლიდერობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გარყვნილი ქართველი მეფეები - ისტორიები, რასაც სკოლაში არ გასწავლიან

5 ქალი ისტორიიდან, რომელიც თავს კაცად ასაღებდა