39 წლის ვანო ნ-იას ცხედარი მეზობლებმა საკუთარ სახლში დილით აღმოაჩინეს. მამაკაცი, რომელიც დაბადებიდან მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო და გადაადგილება არ შეეძლო, ყელგამოჭრილი იპოვეს სავარძელში. ქალბატონმა, რომელმაც ცხედარი აღმოაჩინა, დასახმარებლად ჯერ გარდაცვლილის ძმას, ლევანს შეატყობინა მომხდარი ამბავი, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა შემთხვევის ადგილზე.
ამონაწერი ნატო მ-ურის ჩვენებიდან: „ვანო ჩემი ბიძაშვილია. თითქმის თანატოლები ვართ, ერთად გავიზარდეთ. ძალიან პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. 5 წლის ასაკში, მამამისმა, რომელიც ჩემი დედის ძმა იყო, ცოლი შეირთო. ზეინაბი ღვთისნიერი ქალი აღმოჩნდა, ვანოს დედასავით უვლიდა. ასე გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც თავისი შვილი გააჩინა.
10 წლის წინ, ბიძაჩემი გარდაიცვალა, ოთხი წლის წინ კი – მისი მეუღლე, ზეინაბიც მიჰყვა, ვანო ერთადერთი ძმის ამარა დარჩა. ლევანს ვანო ძალიან უყვარდა, მაგრამ ხუთი წლით უფროსი, ინვალიდი ძმის მოვლა, ფიზიკურად ვერ შეძლო, რის გამოც ვანოს მოსავლელად მათთან ხშირად მივდიოდი. წინა დღეს ვანოს დაბადების დღე იყო. ვერ მოვახერხე გასვლა, თუმცა დავპირდი, რომ მეორე დღეს დილიდან მივულოცავდი დაბადების დღეს. დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, ბიჭებთან რომ მივედი.
მეც მქონდა მათი სახლის გასაღები. ვიფიქრე, რომ ლევენს ეძინებოდა და გასაღები მოვიმარჯვე, რომ კარი გამეღო, თუმცა, ღია დამხვდა. სახლში შესულს სასმლის სუნი მეცა. ვანო საერთოდ არ სვამდა, მაგრამ ვიფიქრე, წინა დღეს ძმებს სტუმრები ჰყავდათ-მეთქი. სასტუმრო ოთახის გავლით, პირდაპირ ვანოს კაბინეტში შევედი. სავარძელი ფანჯარასთან, კარისკენ ზურგით იდგა. ვანოს ჩემი შესვლა არ გაუგია. დავუძახე, არ მიპასუხა. ახლოს მივედი და უკვე კარგად დავინახე სისხლის გუბე და ყელგამოჭრილი ვანო. შეშინებულმა სახლში ლევანის ძებნა დავიწყე. ისე ვიყავი დაბნეული, ტელეფონიც ვერ ვიპოვე, რომ დამერეკა. სახლიდან გარეთ გამოვვარდი და მეზობლებს დავუძახე დასახმარებლად. მათ პოლიცია გამოიძახეს. ცოტა გონზე ვიყავი მოსული, როცა ლევანს დავუკავშირდი, რომელიც დროდადრო მეგობარ გოგოსთან ცხოვრობდა. მან ჩემგან შეიტყო მომხდარი ამბავი.”
სამართალდამცეველბმა მომხადრ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაიწყო გამოძიება. დაიკითხა გარდაცვლილის ძმა, ლევან ნ-ია, რომელმაც განაცხადა, რომ ძმა მკვლელობის წინა დღეს, საღამოს ხუთ საათზე, ცოტა ხნით ნახა. დაბადების დღე მიულოცა და მერე მეგობარ ქალთან წავიდა. ლევან ნ-იას ჩვენების მიხედვით, მან ძმასთან სახლში მისი მეგობარი, შალვა შ-ძე დატოვა.
ვანო და შალვა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. შალვა ერთადერთი იყო, ვინც მეგობარს მარტოს არ ტოვებდა და გვერდში ედგა. სამართალდამცევლებმა შალვა შ-ძეც დაკითხეს. მისი ჩვენების მიხედვით, მეგობრის სახლი გვიან ღამით დატოვა. შალვა შ-ძე ძალიან განიცდიდა მომხდარს.
საქმის მასალების მიხედვით, ვანო ნ-იას ყელის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჭრილობები ძალიან ღრმა გახლდათ, გარდაცვლილს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ვინ და რატომ გაიმეტა ინვალიდი მამაკაცი სასიკვდილოდ, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. ნაგირავები სახლიდან თითქმის არაფერი დაკარგულა. უფრო მეტიც, სახლში უცხო ადამიანის ყოფნის კვალი თითქმის არ ჩანდა. ერთადერთი, საეჭვო იყო გარდაცვლილის ოთახში, კედელზე მიმტვრეული ბოთლის კვალი. ბოთლის ნატეხები შემთხვევის ადგილზევე იყო მიმოფანტული. გარდაცვლილს ყელი ბოთლით ჰქონდა გამოჭრილი. საქმის მასალების მიხედვით, ინვალიდი მამაკაცი ბოლოს მეგობარმა ნახა, რომელიც აცხადებდა, რომ ვანო ნ-ია მშვიდ მდგომარეობაში დატოვა.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცი მოკლული იყო. მკვლელს შემთხვევის ადგილზე თვითმკვლელობის ინსცენირება შეექმნა. სამედიცინო ექსპერტიზა გამორიცხავდა, რომ მამაკაცი გადაჭრილი ბოთლით ყელში დაზიანების მიყენებას და თავის მოკვლას შეძლებდა. გამოძიებამ გარდაცვლილის ძმა და მისი მეგობარი რამდენჯერმე დაკითხა. ვინც ბოლოს ცოცხალი ვანო ნ-ია ნახა, მკვლელობის ღამეს ალიბი ჰქონდათ: ლევან ნ-ია ღამით მეგობარ ქალთან იყო, შალვა შ-ძე – მშობლების სახლში. არცერთ მათგანს არ ჰქონდა მიზეზი სასტიკად მოეკლა ახალგაზრდა კაცი. სამართლადამცველებმა საკუთარი წყაროებით დაადგინეს, რომ ლევან ნ-იას უფროსი ძმის მიმართ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აგრესია ჰქონდა. ის ძმას სთხოვდა, დაგირავებული ბინა გამოეცვალათ, ნაქირავებ ბინაში გადასულიყვნენ და 18 ათასი დოლარით, რაც მათთვის უნდა მიეცა ბინის მფლობელს, ბიზნესი წამოეწყოთ.
ვანო ნ-ია ძმას არ თანხმდებოდა, რადგან იცოდა, რომ უმცროსი ძმა აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და მას არ ენდობოდა. ამ ნიადაგზე ძმებს შორის კონფლიქტი მოხდა. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან ნ-ია გარკვეული პერიოდი ძმასთან საერთოდ არ მიდიოდა. სანამ ამ ინციდენტის შესახებ ვანოს და ლევანის ბიძაშვილმა არ შეიტყო, ინვალიდი ძმა მარტო ჰყავდა მიტოვებული.
მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ლევან ნ-იას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვება შეძლო, ის კვლავ დაიკითხა. თუმცა, უკვე არა როგორც დაზარალებული. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ლევან ნ-ია აფექტური, გაუწონასწორებელი ხასიათის ადამიანი იყო. მას ბევრი ვალდებულება და ფინანსური პრობლემა ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მან ანგარების მიზნით ჩაიდინა, რომ ძმის გარდაცვალების შემდეგ, მათი კუთვნილი საერთო თანხა ხელში ჩაეგდო. მკვლელობის ღამეს შემთხვევის ადგილზე ლევან ნ-იას ყოფნას ადასტურებდა მისი მეზობელი, რომელმაც გვიან ღამით, მის ავტოსადგომთან გაჩერებული ავტომობილის მძღოლის ძებნა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საეჭვო ავტომობილი, რომელიც მკვლელობის ღამეს ვანო ბ-იას სადარბაზოსთან იდგა, ლევან ნ-იას მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლევან ნ-ია სადარბაზოში დააფიქსირა სათვალთვალო კამერამაც, რომელიც ახალგაზრდა კაცის ინფორმაციით, არ მუშაობდა. კამერის ჩანაწერის მიხედვით, კარგად ჩანდა, როგორ დატოვა ღამის ორ საათზე, ძმასთან ნახევარი საათით ადრე მისულმა ლევანმა სადარბაზო უცნაური გამომეტყველებითა და თითქმის სირბილით. მერე კი ნახევარ საათში ის კვლავ ბინაში დაბრუნდა, რომელიც უკვე ერთ საათში დატოვა.
დაკავებული ლევან ნ-ია მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ღამით სახლში არ მისულა. გამოძიების მასალებით, ლევანმა ძმას ყელი იმ ბოთლის ნატეხით გამოჭრა, რომელიც სახლში შალვა შ-ძემ მიიტანა. მკვლელობამდე მას ძმასთან კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ბოთლი კედელს შეატეხა და მისი ნატეხით ძმას, რომელიც სავარძლიდან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ყელში ორჯერ დაარტყა.
სასამართლომ ლევენ ნ-ია დამნაშავედ ცნო. ინვალიდი ძმის განზრახ მკვლელობაში, რომელიც ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს
თბილისში 17 წლის ბიჭმა საკუთარი მასწავლებელი მოკლა და შემდეგ თითი მოაჭრა
ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში
რატომ ხოცავდა ახალგაზრდა მეძავებს ცნობილი თბილისელი ექიმი და-ძმა