გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, იგივე მამა გაბრიელი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, რაზეც თავადვე იწინასწარმეტყველა.
ის 2 ნოემბერს, 66 წლის აკასში, მცხეთაში გარდაიცვალა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირში მამა გაბრიელი ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა. ეს ის დროა ღმერთი და ქრისტიანობა, რომ იგმობოდა და „ძია ლენინს“ აღმერთებდნენ.
მამა გაბრიელი ყოველთვის ებრძოდა ამ რეჟიმს და ამბობდა, რომ დიდება კაცს კი არა, უფალს სჭირდებაო.
მან 1965 წლის 1-ელ მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის პორტრეტი. ეს ქმედება ერთგვარი ხელმოწერა იყო სიკვდილისა, თუმცა ამას არ შეუშინებია ღირსი მოწამე.
მამა გაბრიელი ამ ქმედების გამო დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც მოსთხოვეს ამ საქციელის ეკლესიის მესვეურებისთვის გადაბრალება, რაზეც უარი განაცხადა და აწამეს.
ის არ ცვლიდა ჩვენებას და ლენინს მხეცად მოიხსენიებდა, რაზეც დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა.
ამდენი წამების მიუხედავად, მამა გაბრიელი არ გამტყდარა, მას ჰქონდა სულიერი სიმტკიცე და უფლის სიყვარული, რაც ასაზრდოებდა და სიძლიერეს ჰმატებდა.
ხალხი მასზე ამბობდა, რომ სასწაულმოქმედი იყო.
ფაქტია, რომ მისი სისხლი, რომელიც ექიმმა, ზურაბ ვარაზაშვილმა, ანალიზისთვის აიღო დღემდე უხრწნელია.
აგრეთვე, მორწმუნეებს სჯერათ, რომ მის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი კურნავს სხვადასხვა დაავადებას.