Digest Logo

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მხედრიონელები იყვნენ

1605192266
მხედრიონის დაჯგუფება

სამხედრო ორგანიზაცია „მხედრიონი“ 1989 წელს ჯაბა იოსელიანმა დააფუძნა. ორგანიზაცია თავდაპირველად პატრიოტული მიზნებით შეიქმნა და დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. მისი თვალსაჩინო წევრები იყვნენ: დოდო გუგეშაშვილი, გიგა არველაძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და სხვანი.

„მხედრიონი“ მონაწილეობას სხვადასხვა ოპერაციაში იღებდა, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. სწორედ „მხედრიონი“ იყო 1991 წელს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი „პუტჩის“ (მთავრობის გადაყენება სამხედრო ძალით) ორგანიზატორი.

სწორედ ამ დროიდან გახდა დოდო გუგეშაშვილი ცნობილი. მას ხშირად მოიხსენიებდნენ ჯაბა იოსლიანის მარჯვენა ხელადაც.

დოდო გუგეშაშვილი:

dodo-gugeshashvili_o_h.jpeg

„მაგნოლია ომში ბიჭებმა დამარქვეს, ოღონდ „თეთრი მაგნოლია“, რკინისას მერე მეძახდნენ. ეს ყვავილი ძალიან მიყვარს. როცა ბევრჯერ დაყნოსავ, მერე თავს გატკიებს, ამ თვისებით ძალიან ჰგავს ქალს“, - იხსენებდა მებრძოლი დოდო გუგეშაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გუგეშაშვილის შვილის მკვლელობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა „მხედრიონის“ დაჯგუფება. ამ ამბავს დოდოს წარსულ საქმიანობას უკავშირებდნენ. შვილმკვდარმა დედამ სატელევიზიო ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ მომხდარი ტარგედია მის წარსულ საქმიანობას ეხება.

გიგა არველაძე

giga-arveladze_o_h.jpeg

მხედრიონის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გია არველაძე მხედრიონში გაწევრიანების გამო საკუთარ ქორწილს არ დასწრებია. ის 3 დღით ადრე წავიდა მათთან ერთად. ამის გამო დაჯგუფების წევრები გიას სიძეს უწოდებდენ. არველაძე თვლის, რომ „მხედრიონი“ მნიშვნელოვანი ორგანიზაცია იყო რომელმაც ქვეყნისთვის კარგი საქმეები გააკეთა.

„ზვიადის დამხობა საშიში იყო, თუმცა უფრო საშიში იყო მისი გაპრეზიდენტება“, - ამბობს გია ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

გიორგი რურუა

giorgi-rurua_o_h.jpeg

ტელეკომპანი „მთავრი არხის“ დამფუძნებლი, გიორგი რურუა მხედრიონის წევრი იყო. გიორგის და მის თანამებრძოლებს „ჯაბას ბიჭებს“ ეძახდნენ. გიორგი რურუა ახლა 21-22 ივნისის საქმეზე ციხეში იმყოფება. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.

თუმცა, გიორგი რურუას შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ასეთ ინფორმაციას ფლობდა:

კახა თარგამაძის მიერ ჯამლეტ ბაბილაშვილის სახელზე გაგზავნილ ამ წერილს თან ერთვის კონკრეტული საქმეების ჩამონათვალი:

1.1994 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში გ.რურუამ და დ.ჯაფარიძემ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ფიზიკური განადგურების მუქარით მოქ. მარლენ და რეზო შენგელიებს გამოსძალეს 15 000 აშშ დოლარი. სსს N7799847.

2.1993 წლის 10 ოქტომბერს გ.რურუამ, მ. ხაჟომიამ და ნ.ჭელიძემ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით გაიტაცეს თორნიკე აფაქიძე. აიყვანეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკური განადგურების მუქარით ცდილობდნენ მისგან 300 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

3.აწ გარდაცვლილ მ.ხაჟომიას ჩვენებით გ.რურუა იმხილება ზ.ვეფხვაძის, გ.სვანაძის და თ.ჩანტლაძის განზრახ მკვლელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1993 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე.

4.1994 წლის 15 ივლისს გ.რურუამ პირთა ჯგუფთან ერთად ქ.თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში N735 პალატაში ავტომატებით დაცხრილა ლოგინში მწოლიარე ალექსანდრე ბალიაშვილი დაბ. 1973 წ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სსს N7596858.

5.1994 წლის 25 სექტემბერს გ.რურუამ თანამზრახველებთან ერთად ქ.თბილისში, ფანასკერტელის N17/30-ში დახოცა ბესიკ მარუაშვილი, ზურაბ მარუაშვილი და გელა ქაფიაშვილი. სსს N7594889.

6.1992 წლის 3 მარტს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სევასტოპოლის ქუჩაზე გ.რურუამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით მოკლა ზაურ თორაძე, ზაირა თორაძე, ლაშა თორაძე, კახა თორაძე და იმედო თორაძე.

7.1994 წელს გ.რურუამ სხვა პირებთან ერთად მოქ. გ. ოსეფაიშვილს მოსტაცა ვაჟიშვილი და მისი ფიზიკური განადგურების მუქარით გ. ოსეფაიშვილს გამოსძალა 130 000 აშშ დოლარი. აღძრულია სს საქმე.

როგორც ჩანს, ამ მხრივ რურუას ბიოგრაფია საკმაოდ მდიდარია.

ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე

mkhedrionelebi_o_h.jpeg

დაჯგუფების გამოჩენილი წევრები ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე 1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, თბილისში ჩაცხრილეს, თავდამსხმელებს ემსხვერპლა აგრეთვე თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა.

ეს ამბავი მაშინ „კანონიერი ქურდის“, არსენა მიქელაძის მკვლელობას დაუკავშირეს. მომხდარის საპასუხოდ თბილისი მხედრიონისგან სისხლიანი კალოს დატრიალებას ელოდებოდა, თუმცა, „მხედრიონი“ დუმდა. მას შემდეგ დაჯგუფებამ, ძალა და გავლენებიც დაკარგა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტყედ ქცეული ქართველების საფლავები აფხაზეთში - უმძიმესი ვიდეო

აფხაზეთის ომში ვიყავი... როგორ მიბედავთ! - ინაშვილი ჟურნალისტს დაუპირისპირდა (ვიდეო)

სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე - რას იხსენებს ირინა სარიშვილი?