2020 წელი ბევრისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ 2021 წელს ბევრი დადებითი ცვლილება გვჭირდება. ასე რომ, ახალი წლისთვის უფრო საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ. იმისთვის, რომ ახალი წლის მბრძანებელმა წითელმა ხარმა კეთილი თვალით შემოგვხედოს უნდა გავიგოთ თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღესასწაულებზე.
რა არ უნდა გავაკეთოთ
დავიწყოთ აკრძალვებით. აქ ჩამოთვლილთაგან არცერთი უნდა გააკეთოთ თუ გსურთ, რომ მთელი წელი უიღბლობა არ იყოს თქვენი მეგზური.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ გაკრიალებული სახლია. ახალ წელს სუფთა სხლით უნდა შეხვდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 31 დეკემბერს დალაგება მაქსიმუმ 6 საათადე შეიძლება. ნუ დაალაგებთ სახლს 6 საათის შემდეგ და მით უმეტეს ნაგავს ნუ გადაყრით, თორემ მთელი წლის მანძილზე უიღბლობასა და პრობლემებს ვერ მოიშორებთ.
სილამაზეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ, რადგან 31-ში თმის შეჭრა, შეღებვა და სხვა ანიპულაციები არ შეიძლება. ახალი წლისთვის შავ და წითელ ტონებს ნუ შეარჩევთ. მეტალის ხარს ეს ნამდვილად არ მოეწონება.
რეკომენდებული არ არის საახალწლო სუფრის სიცარიელე, განსაკუთრებით კი ხარის წელში. აჯობებს იმაზე იზრუნოთ, რომ მაგიდა სავსე იყოს. მოერიდეთ ჟელატინიან საკვებს და რა თქმა უნდა ძროხის ხორცს მაგიდასთან ნუ მიიტანთ.
საახალწლო სურვილი სჩაფიქრებისას სიტყვებს „არ, არა, ნუ…” – ნუ გამოიყენებთ. მაგალითად „ავად არ გავხდეს” ნაცვლად თქვით „ვიყო ჯანმრთელი”. ამ ახალ წელს თავი ხმაურსა და ყვირილსაც მოარიდეთ.
მოემზადეთ ზეიმისთვის
ეცადეთ კარგ ხასიათძე იყოთ, ამაში მუსიკა დაგეხმარებათ. ყველაზე რუტინული საქმეც კი საინტერესო თამაშად იქცევა თუ მას მუსიკის თანხლებით გააკეთებთ. შექმენით საახალწლო ფლეი ლისტი. საღამოს კი საზეიმო ატმოსფეროში გაეხვიეთ თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმების წყალობით.
ახალ წელში გამოუსადეგარ, ულამაზო, დაზიანებულ ნივთებს ნუ გადაიტანთ! მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. თუ ნივთი დიდი ხნის მანძილზე არ გამოგიყენებიათ და სიამოვნებას აღარ განიჭებთ ესეიგი დროა მოიშოროთ და რაიმე ახალი, გამოსადექი ნივთით ჩაანაცვლოთ.
და რა თქმა უნდა, უმთავრესი: დადგით ნაძვისხე, თქვენი ნებაა ხელოვნურ ნაძვს დადგათ თუ ბუნებრივს, ის თქვენ სახლს საზეიმო განწყობას შემატებს.
სახლში გამომცხვარი ნაცხვარი სახლს საზეიმო არომატით გაავსებს: დარიჩინი, ვანილი, კოჭა და რა თქმა უნდა მანდარინიც არ დაგავიწყდეთ.
წინასწარ განსაზღვრეთ თუ როგორი მაკიაჟი გექნებათ და ახლობლებისთვის მაკიაჟის გაკეთებაც არ დაგავიწყდეთ.
შეაჯამეთ განვლილი წელი. ნუ იწუწუნებთ და განაგრძეთ ცხოვრება. 2021 წელთან შეხვედრამდე ძველ წელს დაემშვიდობეთ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ეს თქვენი გამოცდილებაა.
წყარო: paparazzi.ge