Digest Logo

თუ ყოფილი მეგობრობას გთავაზობთ, შეიძლება, ფსიქოპათი აღმოჩნდეს - კვლევა

1617282980
ყოფილი

„შენ ყველასგან განსხვავებული ხარ“, ბედნიერებას იმსახურებ, მაგრამ მე ვერ გაგაბედნიერებ“, „შენი ღირსი არ ვარ, ჯობია დავშორდეთ“, - გეცნოთ ფრაზები? 

რატომ უწყვეტენ ერთმანეთს ვინ ვისი ღირსია ამის კვლელვა არ გვაქვს, მაგრამ ის კვლევა, რომ შენი ყოფილი, შესაძლოა, ფსიქოპატი აღმოჩნდეს არსებობს.

დიახ, თუკი ყოფილი მეგობრობას გთავაზობთ, შეიძლება, ფსიქოპათი აღმოჩნდეს.

როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, ძირითად შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორი, რომელიც მეგობრობას გთავაზობთ, შესაძლოა ფსიქოპათი იყოს.

კვლევა ოკლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, მასში 861 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა წარსული ურთიერთობების გამოცდილებაც გაანალიზეს.

კვლევის მონაწილეებს პასუხები უნდა გაეცათ მათი მიმდინარე თუ წარსული ურთიერთობების შესახებ კითხვარისთვის. კვლევის ბოლოს კი მონაწილეებს, მათი ნარცისიზმის და ფსიქოპათიური გამოვლინებების გასარკვევად დამატებითი კითხვარი შეავსებინეს.

შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპატებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, ყოფილ პატრნიორებთან მეგობრული ურთერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ.

კვლევის თანახმად, ფსიქოპათები მიდრეკილი არიან „ყოფილთან“ ე.წ. მეგობრობის შენარჩუნებისკენ იმ იმედით, რომ მომავალში ისინი ინფორმაციას, ფულს ან სექსს მიიღებენ სანაცვლოდ. თუმცა ფსიქოპათების უმრავლესობას განსაკუთრებით ერთი შიში აერთიანებთ - მათ ეშინიათ, რომ ყოფილი პარტნიორი სხვასთან დაიწყებს ურთიერთობას.

საბოლოოდ, კვლევის ავტორები წყვილებს ურჩევენ, რომ დაშორების შემდეგ მეგობრებად არ დარჩნენ.